planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით მოხსნა უზბეკეთისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაწესებული აკრძალვა სამხედრო დახმარებაზე. მიზეზად ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ავღანეთში სამხედრო ძალებისთვის სატრანზიტო ტვირთის მიწოდებაში ქვეყნის საკვანძო როლი დაასახელეს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ცნობით, 2003 წელს დაწესებული აკრძალვა 18 იანვარს მოიხსნა , რის შემდეგაც უზბეკეთის GPS-ის სისტემით უზრუნველყოფა ავღანეთისკენ მიმავალ გზას უფრო უსაფრთხოს გახდის. ამის მიუხედავად ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ამერიკა კვლავაც მოუწოდებს ტაშკენტს რეფორმების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ. აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას პაკისტანის მიერ ავღანეთთან საკუთარი საზღვრების ჩაკეტვას უკავშირებენ, რაც ნატოს საჰაერო იერიშის დროს პაკისტანელი ჯარისკაცების სიკვდილს მოჰყვა. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts