Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6158

 

 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აზუსტებს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება არ შეიცვლება.  

 

წინა კომენტარში "ნეტგაზეთს" სამინისტროდან განუცხადეს, რომ შესაძლოა შეთანხმების პირობები შეცვლილიყო. თუმცა ამჯერად აღნიშნავენ, რომ მიღწეული შეთანხმება აღარ შეიცვლება. 

 

სამინისტროს განცხადებით, თურქეთში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ რურუასა და მის კოლეგა ერთურულ გუნაის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა კულტურული თანამშრომლობის შესახებ. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხანისა და ოშკის, რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.

 

გარდა ამისა, თურქეთი და საქართველო ითანამშრომლებენ ლიტერატურის დარგში, ითარგმნება თურქული ლიტერატურა ქართულად და პირიქით. მოლაპარაკებების შედეგად ახლო მომავალში საქართველოში თურქული კინოკვირეული ჩატარდება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...