planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 თბილისში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. საირმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსს სახურავი გადახადა, იგივე მოხდა წერეთლის ქუჩაზეც, პეკინის ქუჩაზე კი კედელი ჩამოინგრა.თბილისის მერიის პრესამსახურის განცხადებით, ქარის გამო ყველაზე დიდი დაზიანება ჩუღურეთის რაიონში, წერეთლის გამზირზე, დაფიქსირდა, სადაც შენობას სახურავი გადაძვრა. შენობა კომერციული დანიშნულების ფართია, სადაც განთავსებულია საწარმოები, კერძო ბაღი და ასევე, შესახლებული არიან დევნილები. დიდუბე– ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, რამაზ სულამანიძის განცხადებით, დევნილების ფლიგელს გადაძვრა სახურავი, რომელიც მანქანას დაეცა და ასევე ბაღის შუშა ჩაიმსხვრა. შემთხვევის გამო დაზიანებულია 6 მანქანა. ინციდენტის გამო ადამიანები არ დაშავებულან. ”450 კვადრატული სახურავია დაზიანებული, რომელსაც ჭირდება შეკეთება და გამგეობის დაკვეთით, ფორსმაჟორული წესით მოხდება აღდგენითი სამუშაოები, რასაც გამგეობა დაფარავს”. რამაზ სულამანიძე აღნიშნავს, რომ გამგეობას არ ეკუთვნის სახურავის შეკეთება, თუმცა, ვინაიდან დევნილები ცხოვრობენ, ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებენ: ”უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო სიტუაციებისა და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად და პარალელურად დაიწყება სახურავის აღდგენა, რათა მოქალაქეებს წყალი არ ჩაუვიდეთ”. მისივე თქმით, ადამიანები შენობაში არიან, რადგან არ არსებობს საფრთხე და იმის აუცილებლობა, რომ მათ ტერიტორია დატოვონ. როგორც რამაზ სულამანიძემ "ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნა, სახურავის გადახდა არასწორი გადახურვითი იყო განპირობებული: ”თვითონ შენობა დაპროექტებულია ბრტყელ გადახურვაზე და, როგორც ჩანს, სურდათ სათავსოების გაკეთება, აწიეს ეს სახურავი და თვითნებურად ჰქონდათ დახურული კონსტრუქციით, რაც არ იყო პროფესიონალურად გაკეთებული, სწორედ ეს კონსტრუქციია მოძვრა”. გამგებელს ჯერჯერობით არ შეუძლია იმ თანხის დასახელება, რაც აღდგენით სამუშაოებს დაჭირდება. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ყველა იმ შემთხვევას, როცა შენობებს სახურავი გადაძვრა, რომლის გამოც მოსახლეობას პრობლემები შეექმნა, რაიონების მიხედვით გამგეობები აანაზღაურებენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts