planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე ფაკულტეტის მიერ საავტორო უფლებით დაცული ლიტერატურული ნაწარმოების ე.წ. ქსეროქსის აპარატით გამრავლებისთვის ჰონორარი იქნება გადასახდელი. ჰონორარი, რომელიც ქსეროასლში გადახდილი თანხის 0.3%–ს შეადგენს, ნაწარმოების ავტორებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ. როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე განმარტავს, ლიტერატურის და სახვითი ხელოვნების ნაწარმოები, ასევე, ნოტები, ასლების გადაღების შემთხვევაში კანონით საავტორო უფლებებით დაცვას ექვემდებარება: “ნებისმიერი ორგანიზაცია, დაწესებულება თუ პირი, რომელიც უზრუნველყოფს ქსეროქსით მომსახურებას, კანონით ვალდებულია, გადაიხადოს საავტორო ჰონორარი. ეს კანონიერი ვალდებულება დღემდე სამწუხაროდ არ სრულდებოდა”, – განაცხადა გიგა კობალაძემ. თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტი პირველია, ვინც მსგავსი სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, თუმცა ისინი პასუხისმგებელი მხოლოდ უნივერსიტეტში არსებული ქსეროქსის აპარატით გადაღებულ ასლებზე არიან: “ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, თუ გატანილ წიგნს უნივერსიტეტის გარეთ რომელიმე ობიექტში თქვენ რამდენჯერ გადაამრავლებთ, აქ პასუხისმგებლობა მთლიანად იმ ორგანიზაციას ეკისრება, რომელიც ასლს იღებს. ჰონორარის გადახდაც მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა. გიგა კობალაძის თქმით, ისინი იურიდიული ფაკულტეტიდან მიიღებენ წიგნების სრულ სიას, რომელსაც სტუდენტები სასწავლებლად იყენებენ. სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე ჰონორარი ავტორს ნებისმიერ შემთხვევაში დაერიცხება, იმის მიუხედავად, მთლიან წიგნს გადაიღებს სტუდენტი, თუ მხოლოდ რამდენიმე ფურცელს. ირაკლი ბურდული სასწავლო წიგნის ავტორიცაა და მიაჩნია, რომ ნებისმიერი ავტორისთვის ეს ჰონორარი მნიშვნელოვანი იქნება: “ნებისმიერ ობიექტში, სადაც ქსეროასლებს იღებენ, აქვთ აკინძული ის სასწავლო წიგნები, რაც ბევრ სტუდენტს სჭირდება. თუკი ეს წიგნები ისე 30–50 ლარი ღირს, გადაქსეროქსებულ და ყდაში ჩასმულ წიგნს 4–5 ლარად იყიდით, ეს კი, რა თქმა უნდა, წიგნის გაყიდვებზე მოქმედებს”. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით” ეს პასუხისმგებლობა ასლის გადამღებ ორგანიზაციებს დღემდეც ეკისრებოდათ, თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ვალდებულება არ სრულდებოდა. იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების ლეგალურად მოხმარების კულტურა დაინერგოს, საავტორო უფლებების ასოციაცია ქსეროქსის გადამღები ობიექტების მფლობელებთან შეხვედრას და მათ ინფორმირებას აკეთებს. </p>/get_img?ImageId=6160 “ნეტგაზეთმა” უნივერსიტეტის სიახლოვეს დაახლოებით ათამდე ასეთი ობიექტი მოინახულა. კანონისა და ამ ვალდებულების შესახებ არც ერთ ობიექტში არაფერი სმენიათ. მომუშავე პერსონალი აცხადებს, რომ მათ მართლაც აქვთ წიგნების სრული ქსეროასლები, რომლებიც აკინძული იყიდება, თუმცა ამისთვის არანაირ დამატებით საფასურს არ იხდიან. “უნივერსიტეტის სტუდენტები უამრავ ასეთ წიგნს იღებენ და ყიდულობენ. პირველ რიგში, ჩვენ იმდენი კლიენტი გვყავს, ვერ გავაკონტროლებთ, რა სახის ლიტერატურას იღებენ ისინი, იურიდიულს თუ სხვას, რადგან წარმოუდგენელია ყველას კითხო, რომელი ფაკულტეტის სტუდენტია. ხოლო თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”, – აცხადებს ერთ–ერთი ობიექტის თანამშრომელი თეა მირაზანაშვილი. თუმცა, როგორც გიგა კობალაძე ამბობს, მოლაპარაკების მიზანია, ქსეროქსისთვის გადასახადი არ გაიზარდოს და არც სტუდენტებს მოესპოთ ძვირადღირებული წიგნების იაფად შეძენის საშუალება და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. მისი თქმით, მალე სალიცენზიო შეთანხმებები სხვა ფაკულტეტებთანაც გაფორმდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts