Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კულტურის სამინისტრო: მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა


Recommended Posts

 

 

</p>/get_img?ImageId=6155

 

 

 

"თურქულ და ქართულ მხარეებს შორის ჯერჯერობით ხელშეკრულება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან და ახალციხის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით გაფორმებული არ არის. ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა," – განუცხადეს "ნეტგაზეთს" კულტურის სამინისტროში.

ასევე, კულტურის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს პირობები შეიცვალოს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ.

 

“არსებული სიტყვიერი შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიაზე ორი მეჩეთის – ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება, ხოლო ახალციხის მეჩეთის რესტავრაცია იგეგმება, სანაცვლოდ კი თურქეთში ორ ქართულ ტაძარს  უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია. შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს, შეიძლება იგივე დარჩეს, ანუ ზუსტად ასეთი ჩამოყალიბებული ვერსიები არ არის ცნობილი,” – აღნიშნა სამინისტროს პრესსამსახურმა.

 

მისივე განცხადებით, ახლო მომავალში იგეგმება თურქეთიდან წარმომადგენლების ჩამოსვლა და  ინფორმაციაც მაშინ გავრცელდება, როდესაც ეს ხელშეკრულება ორ მხარეს შორის გაფორმდება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...