planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/mmm.jpegსაგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შანდორ საბომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. საგარეო საქმეთა სამინისროს ინფორმაციით, შანდორ საბომინისტრის პირველ მოადგილესნიკოლოზ ვაშაკიძეს და მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის და უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. თავის მხრივ, ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts