Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რამაზ ნიკოლაიშვილი უკრაინის ვიცეპრემიერ ბორის კოლესნიკოვს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/zzzzz.jpegსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი კიევში, უკრაინის ვიცეპრემიერს ბორის კოლესნიკოვს შეხვდა, რომელიც ამავე დროს, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრია. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს. 

 

გადაწყდა, რომ ბორის კოლესნიკოვი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა და მხარეებს შორის გაფორმდება მემორანდუმი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 

 

მხარეებმა ასევე იმსჯელეს, მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ტვირთბრუნვა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური სარგებელი გაიზრდება.

 

ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული კომპანიები საქართველოში გამოცხადებულ ტენდერებში მიიღებენ მონაწილეობას და პირიქით, ქართული კომპანიები უკრაინულ ბაზარზე შევლენ. 

 

ბორის კოლესნიკოვმა დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ მჭიდრო ურთიერთობა ინფრასტრუქტურის სფეროში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

<p class="MsoNormal">

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...