planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tinatin-khidasheli-300x212.jpgრესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი განაგრძობს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მან შეხვედრები უკვე გამართა აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტში. თინათინ ხიდაშელი შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ტომ მელიას. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მათ ასევე ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემებზე, ბიძინა ივანიშვილის წინაამდეგ განხორციელებულ სახელისუფლებო შეტევაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მან სახელმწიფო მდივნის მოადგილეს განუცხადა, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩვნები საქართველოში, ვაშინგტონიდან პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღება და მუდმივი მონიტორინგი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან სხვაგვარად შესაძლოა ხელისიფლების მოქმედებები უკონტროლო გახდეს. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელს შეხვედრები ქონდა ამერიკელ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგაზნაიციების წარმომადგენებლთან თინათინ ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დროს მათშორის საქართველოს განყოფილებაშიც მათი მხრიდან შესაბამისი მექანიზების დროულად ამოქმედება ითხოვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts