planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59868.jpgსაქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნირია, რის გამოც მის მიმართ ვაშინგტონში ინტერესი საკმაოდ დიდია – ასე მიესალმა სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე მისულ საქართველოს პრეზინდეტს ჰილარი კლინტონი. `სასიამოვნოა მივესალმოთ პრეზიდენტს აქ სახელმწიფო დეპარტამენტში. მას ჰქონდა რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა და კონსულტაციები, რომელიც დაიწყო ყოვლისმომცველი შეხვედრით პრეზიდენტ ობამასთან ოვალურ კაბინეტში. საქართველო ღირებული პარტნირია. ისინი აქტიურად მონაწილებენ ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები დიდ სიმამაცეს და პროფესიონალიზმს აჩვენებენ. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს რომ განვსაზღვროთ გზა ვაჭრობისა და ინვესტიციების წინსვლის კუთხით. უამრავი სამუშაო ტარდება ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში განათლების, ჯანდაცვის, კარგი მართვის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. ასე რომ პრეზიდენტს დატვირთული კვირა ჰქონდა და უფრო მეტი ადამიანი აპირებს მასთან შეხვედრას. საქართველოს მიმართ ინტერესი ჩვენს დედაქალაქში დიდია.` განაცხადა ჰილარი კლინტონმა. თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის სახელმიწფო მდივანს იმ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც საქართველო ამერიკის მხრინდან ყოველთვის გრძნობს. `პირველ რიგში, მინდა მადლბა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა არამარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც. , რადგან ეს ბევრი ყოველდღიური საქმეცაა და ბრძოლაც. ზოგჯერ ეს მთებში ბრძოლას ჰგავს, რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძირი გამოგვითხაროს. სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც და ოვალური კაბინეტიდანაც, სადაც ერთად ვიმყოფებოდით, გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან ვისმენ ყველაფერს, რისი გაგებაც მსურს. აქ ადრეც ვიმყოფებოდი. მაგრამ ამჯერად ჩემი ქვეყანაც მომწიფდა გამოწვევების საპასუხოდ. ვფიქრობ, ახლა გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე.რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვამაყობთ, რომ ვმსახურობთ ავღანეთში, წლებს წინ ესეც წარმოუდგენელი იყო. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს უნდა გაევლო ყველა ეტაპი კარგი პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად. ` განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის და ჰილარი კლინტონის შეხვედრა ადგილობრივი დროით სამ საათზე გაიმართა, შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ჰილიარი კლინტონმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს. როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო მდივანი რამდენიმე კვირაში ჩამოვა საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი გამოსვლის დროს კლინტონის დაგეგმილ ვიზიტსაც შეეხო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts