planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59870.jpgსაქართველოში კვლავ უამინდობაა. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, შეზღუდულია გადაადგილება კახეთისკენ მიმავალ გზაზე, სართიჭალის მონაკვეთზე. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზა სისტემატურად იწმინდება. უამინდობამ საგარეჯოს გარდა ახმეტის რაიონის დააზარალა. ილტოს ხუთი სოფელი გარე-სამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია. დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილზეც. ნისლისა და ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება ჯვრის უღელტეხილზე, თუმცა გუდაურამდე გზა თავისუფალია. სპეციალური სამსახურები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ. უამინდობის გამო სამეგრელოსა და სვანეთში 19,000 აბონენტს ამ დრომდე გათიშული აქვს ელექტროენერგია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts