planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით , 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა დაპირისპირებისას , რომელიც ქალაქ პორტ საიდში ფეხბურთის მატჩს მოჰყვა. დაღუპულთა შესახებ ცნობა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელდა, დაღუპულთა შორის არიან უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებიც. ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც პორტ საიდის გუნდმა ალ-მასრიმ, ანგარიშით 3-1 დაამარცხა კლუბი ალ-აჰლი. გავრცელებული ვერსიით, მატჩის მიმდინარეობისას გამოცხადებულ შესვენებაზე, ალ-აჰლის მხარდამჭერებმა შეურაცხმყოფელი პლაკატი გამოფინეს და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. მატჩის დასრულებისთანავე გულშემატკივრები შეიჭრნენ სათამაშო მოედანზე. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ უსწორდებიან ისინი ალ-აჰლის მოთამაშეებს და მათ მხარდამჭერებს. მომხდარის გამო ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ შეაჩერა თამაშები, რაც კლუბებს შორის ჩემპიონატის ფარგლებში უნდა გამართულიყო. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts