Jump to content
Planeta.Ge

2012-ის საგარეო საფრთხეები და მათთან გამკლავების გზები


Recommended Posts

##image#7386#1#იმი­სათ­ვის, რომ 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვას თა­ვი, მან მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სხვა რე­სურ­სე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და ყა­ი­რა­თი­ა­ნად უნ­და და­ხარ­ჯოს, ოთ­ხი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად: 1. ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა; 2. ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა; 3. ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცია და 4. რუ­სუ­ლი საფ­რთხის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა/შემ­ცი­რე­ბა.

 

ამ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გზა­ზე თბი­ლისს რამ­დე­ნი­მე პო­ტენ­ცი­უ­რად ხელ­შემ­შლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნუ­ლი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს. მათ­გან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: 1. და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდა და­სავ­ლეთ­სა და ირანს შო­რის ამ უკა­ნას­კნე­ლის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გა­მო; 2. რუ­სე­თის შე­საძ­ლო მოქ­მე­დე­ბა სპარ­სე­თის ყუ­რე­ში ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი გა­უ­ა­რე­სე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ომის, შემ­თხვე­ვა­ში; 3. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის გა­მა­ლე­ბუ­ლი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე, რაც ზრდის კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბას; 4. რუ­სე­თის მი­ერ აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის ომის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბა, გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზის დაც­ვის სა­ბა­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­საჭ­რე­ლად.

 

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ აქვს, მაგ­რამ მას შე­უძ­ლია არა­პირ­და­პი­რი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­თი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის შემ­ცი­რე­ბა ან, სუ­ლაც, თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

 

თბი­ლის­მა ძალ­ღო­ნე არ უნ­და და­ი­შუ­როს, რომ ვა­შინ­გტონ­სა და ბრი­უ­სელ­ში კარ­გად გა­ით­ვით­ცნო­ბი­ე­რონ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კით­ხი და­სავ­ლეთ­სა და ირანს შო­რის კონ­ფრონ­ტა­ცი­ის ზრდის კონ­ტექ­სტში. რუ­სეთ­ში და­უ­ფა­რა­ვად აც­ხა­დე­ბენ, რომ აშშ-ის თავ­დას­ხმა ირან­ზე მათ პირ­და­პირ უბიძ­გებს, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვან ირა­ნის საზ­ღვრის სი­ახ­ლო­ვეს, კერ­ძოდ, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, რაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ვერ მოხ­დე­ბა სომ­ხეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ გი­უმ­რის ბა­ზა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით, სახ­მე­ლე­თო მო­მა­რა­გე­ბის ხა­ზის აღ­დგე­ნის გა­რე­შე.

 

ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია ვალ­დე­ბუ­ლია, ამე­რი­კე­ლე­ბი და ევ­რო­პე­ლე­ბი და­არ­წმუ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შე­მოჭ­რა სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია აშშ-ირა­ნის ომის შემ­თხვე­ვა­ში, ხო­ლო მოს­კო­ვის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია, საფ­რთხეს შე­უქ­მნის ირა­ნის მი­მართ და­სავ­ლე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას რე­გი­ონ­ში მოს­კო­ვის ფარ­დო­ბი­თი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის გაზ­რდის გა­მო.

 

ირა­ნის ომი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი რე­გი­ო­ნი­სათ­ვის, უზარ­მა­ზა­რი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, მაგ­რამ რის­კი გა­ცი­ლე­ბით ##image#7385#1#მა­ღა­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო ომის დრო­ი­სათ­ვის NATO-ს წევ­რი არ იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც აშშ-ს და მთლი­ა­ნად და­სავ­ლეთს არა­მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­სა­ცა­ვად რე­სურ­სი არ ეყო­ფათ. ეს სი­ტუ­ა­ცია, ცო­ტა არ იყოს, მოგ­ვა­გო­ნებს 1918-21 წლებს, რო­დე­საც დრო­ის ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ფი­ნან­სუ­რი და სხვა პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­ი­სო­ბით დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის ხაზ­მა კავ­კა­სი­ი­დან და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან სამ­ხრე­თის­კენ, ირან-ერა­ყი­სა და ინ­დო­ე­თის­კენ ჩა­ი­ნაც­ვლა, რი­თაც ისარ­გებ­ლა ბოლ­შე­ვი­კურ­მა რუ­სეთ­მა და მთე­ლი კავ­კა­სია და ცენ­ტრა­ლუ­რი აზია და­ი­კა­ვა.

 

აშშ-ირა­ნის ომ­თან შე­და­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის ომს გლო­ბა­ლურ არე­ნა­ზე კო­ლო­სა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი შერ­ყე­ვა ნამ­დვი­ლად არ მოჰ­ყვე­ბა. თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლი უნ­და იყოს, რუ­სე­თი ამ კონ­ფლიქ­ტსაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი შე­მოჭ­რი­სათ­ვის და რე­გი­ონ­ში აშშ-ის ფე­ხის ამო­საკ­ვე­თად გა­მო­ი­ყე­ნებს. მე­ტიც, მოს­კოვს ბა­ქო-ერევ­ნის კონ­ფლიქ­ტის მარ­თვას ვე­რა­ვინ და­ას­წრებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ელი­ტებ­ზე თა­ვი­სი გავ­ლე­ნი­დან და შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ის კი არა, რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა და­სავ­ლე­თის თვალ­ში ქუ­ლე­ბის და­წე­რას იმის მტკი­ცე­ბით, რომ მი­სი სრულ­ფა­სო­ვა­ნი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, არა მარ­ტო მე­ო­მა­რი მხა­რე­ე­ბის და­შოშ­მი­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ რე­გი­ონ­ში გა­მა­ვა­ლი „ბე­დის ანა­ბა­რა მიგ­დე­ბუ­ლი” მილ­სა­დე­ნე­ბის დაც­ვა­საც. სხვა­თა შო­რის, სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­უ­რი მილ­სა­დე­ნე­ბის დაც­ვის მო­ტივს რუ­სე­თი აშშ-სა და ირანს შო­რის კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც გა­მო­ი­ყე­ნებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში შე­მო­საჭ­რე­ლად.

 

ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საფ­რთხე სა­ქარ­თვე­ლომ მუდ­მა­ვად უნ­და წა­მოჭ­რას ამე­რი­კე­ლებ­თან და ევ­რო­პე­ლებ­თან დი­ა­ლო­გის დროს. რაც უფ­რო მე­ტად იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თი ჩარ­თუ­ლი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მით ნაკ­ლე­ბად მი­ე­ცე­მა რუ­სეთს მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, თბი­ლის­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და შე­უწ­ყოს ხე­ლი იმას, რომ აშშ-სა და ევ­რო­პა­ში არ შე­ნელ­დეს ინ­ტე­რე­სი კას­პი­ის­პი­რა ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი­სად­მი და სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­უ­რი მილ­სა­დე­ნე­ბით მა­თი გა­ტა­ნი­სად­მი.

 

რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, ირა­ნი­სა და ყა­რა­ბა­ღის კრი­ზი­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბა რუ­სეთს შე­საძ­ლებ­ლო­ბას უქ­მნის, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში შე­მოჭ­რა გა­ა­მარ­თლოს. მაგ­რამ ის, თუ რა­ტომ უნ­და ეწა­დოს კრემლს ექ­სპან­სია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, მხო­ლოდ იმ­პე­რი­უ­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლით უნ­და აიხ­სნას. კრემ­ლში ფორ­მა­ლუ­რად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გე­ბა თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტის, ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ რუ­სეთ­ში ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რუ­სე­თის არ­სე­ბო­ბა იმ­პე­რი­უ­ლი ფორ­მით მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის მომ­ტა­ნია რუ­სე­ბი­სათ­ვის (და იმ­პე­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სხვა ხალ­ხე­ბის­თვის). ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის შექ­მნას ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მხარს უჭერს რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, რაც ხალ­ხის მა­სებ­ში ამ იდე­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწ­ყობს ხელს.

 

##image#7384#1#ვე­რა­ვინ იტ­ყვის იმას, თუ რამ­დე­ნი წე­ლი ეყო­ფა პუ­ტი­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ვერც იმას იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებს ვე­რა­ვინ, თუ რო­დის გა­და­იზ­რდე­ბა ომ­ში ირა­ნი­სა და ყა­რა­ბა­ღის კრი­ზი­სე­ბი. მაგ­რამ და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვამ­ტკი­ცოთ, რომ რუ­სე­თის ქცე­ვის მარ­თვა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. მი­სი ექ­სპან­სი­ო­ნის­ტუ­რი ამ­ბი­ცი­ის ჩა­ფუშ­ვის ერ­თი მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან თბი­ლი­სი­სათ­ვის უსაფ­რთხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მაა ან აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო შე­თან­ხმე­ბით, ან NATO-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბით.

 

NATO-ს ჩი­კა­გოს სა­მი­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე თვეა დარ­ჩე­ნი­ლი. ამ­ბო­ბენ, ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბა ამ სა­მიტ­ზე არ იე­გეგ­მე­ბაო, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლაფ­რის შან­სი არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბაა სა­ჭი­რო, რის­თვი­საც უნ­და შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ფონ­დი, რო­მე­ლიც ვა­შინ­გტონ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ბერ­ლინ­სა და სხვა დე­და­ქა­ლა­ქებ­ში NATO-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ახ­დენს. ამ საქ­მის უსა­თუო შე­დე­გი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის ზრდა, რაც ად­რე თუ გვი­ან ქვეყ­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დე­ბით გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა.

 

მოს­კო­ვი 2012 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კავ­კა­სი­ა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის „კავ­კაზ-2012”-ის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს. სა­ო­მარ პი­რო­ბებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბულ სამ­ხედ­რო მა­ნევ­რებ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში და სომ­ხეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ჯა­რე­ბი. თბი­ლის­მა ამ სა­კითხს „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლის” მნიშ­ვნე­ლო­ბა უნ­და მი­ა­ნი­ჭოს, რა­თა თავ­და­უ­ზო­გა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნი­ით წვრთნე­ბის მას­შტა­ბის შეკ­ვე­ცას მი­აღ­წი­ოს.

 

იმ დროს, რო­დე­საც რუ­სე­თის კონ­ფრონ­ტა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მის გა­მო, ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ მოქ­მე­დებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რუ­სე­თის მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და ეუ­თოს სივ­რცი­სად­მი უაღ­რე­სად მტრუ­ლი ჟეს­ტია ამ­გვა­რი წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ეს შა­ვი ზღვის რე­გი­ო­ნის და მთლი­ა­ნად ევ­რო­პის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ კარ­გად უნ­და გა­იც­ნო­ბი­ე­როს. სა­ქარ­თვე­ლოს რი­ტო­რი­კა­ში ასე­ვე უნ­და ფი­გუ­რი­რებ­დეს ის, თუ რამ­დე­ნად ვნებს ასე­თი წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი წვრთნე­ბი­დან 1.5 წე­ლი­წად­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

 

2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­ტენ­სი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოს­ყიდ­ვის პო­ლი­ტი­კას, გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის. აღი­ა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის თბი­ლისს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა უწევს, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თი წუ­თით არ უნ­და მო­დუნ­დეს. აღი­ა­რე­ბის პრე­ვენ­ცია ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ფარ­დო­ბი­თად გა­ნიმ­ტკი­ცოს თა­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ე­ბი და რუ­სეთს და­ა­ნა­ხოს, რომ იგი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა „ახა­ლი რე­ა­ლო­ბის” ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მცდე­ლო­ბით.

 

2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მას­შტა­ბუ­რია. მათ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად მხო­ლოდ მთავ­რო­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა არაა საკ­მა­რი­სი. უაღ­რე­სად აქ­ტუ­ა­ლუ­რია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა დო­ნე­ზე. რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ჭი­როა ისე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის მთე­ლი გა­მა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის რე­სურ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის ფაქ­ტობ­რი­ვი ნა­წი­ლის, მხარ­და­სა­ჭე­რად მი­მარ­თავს.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...