planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 აშშ–ის ნაციონალური დაზვერვის მეთაურის, ჯეიმს კლაპერის, მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ მომზადებული ანგარიშის ერთი პუნქტი საქართველოს ეხება. კლაპერი საქართველოსა და კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტურ რეგიონებზე და აღნიშნავს, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები ევრაზიის რეგიონში შესაძლო ცხელ წერტილებს წარმოადგენს. “მოუგვარებელი კონფლიქტები კავკასიაში და სიტუაციის სიმყიფე ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ევრაზიის რეგიონში, შესაძლო ცხელ წერტილებს წარმოადგენს. მოსკოვის ოკუპაცია და მისი სამხედრო, ასევე, ფართო პოლიტიკურ–ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან– უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის. გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი მოსკოვს 2010–2011 წლებში აფეთქებების სერიის განხორციელებაშიც ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც კრემლი ეჭვის თვალით უყურებს საქართველოსა და ჩრდილოკავკასიის ეთნიკურ ჯგუფებს შორის კავშირს,” – ნათქვამია კლაპერის ანგარიშში. აშშ–ის ნაციონალური დაზვერვის ანგარიში სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებასაც ეხება. “საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აძლიერებს პრემიერ–მინისტრის როლს სახელმწიფო მმართველობაში. ზოგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა, შეეეცადოს ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერის რანგში, რამაც შეიძლება დაძაბულობის შემცირებაზე ეფექტი მოახდინოს,” - ნათქვამია მოხსენებაში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts