planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/201001052934-300x250.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ფიჯის რესპუბლიკაში იმყოფებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტად მყოფმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საჩუქრად საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი გადასცეს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფიჯის მხარემ საჩუქრისთვის საქართველოს მთავრობას ოფიციალური მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს საჩუქარი დროული იყო ფიჯისთვის, რადგან წელს დაიწყეს განათლების სისტემის რეფორმირება და ამ პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული. ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან (Minister for Foreign Affairs and International Co-Operation) და ფიჯის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან (Ministry of Education, National Heritage, Culture and arts and Touth and Sport, Labour, Industrial Relations and Employment – Hon Filipe.N Bole). დელეგაციის წევრებმა აგრეთვე, მოინახულეს ფიჯის საჯარო სკოლები. ფიჯის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრაზე მასპინძლები ინტერესდებოდნენ როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მდგომარეობით ისე, მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით. მათი განცხადებით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაცია ძალზე დიდ დახმარებას გაუწევს ფიჯის რესპუბლიკას განათლების რეფორმის განხორციელებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts