Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გოგა ხაჩიძე ბიომრავალფეროვნების პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/xachize.jpegგარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კასპის რაიონის სოფელ კავთისხევს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნების პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეხვდა.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი კონკურსი ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე” (Quarry Life Award) „ჰაიდელბერგცემენტის” მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გააცნო კონკურსის შესახებ ინფორმაცია და პროექტის პრიორიტეტები.

 

მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას კონკურსში. დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქამ ინიციატივას, ეს არის ახალი სტანდარტი, თუ რა უნდა გააკეთოს თანამედროვე დიდმა წარმოებამ იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის რეგენერაცია მოხდეს”-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

 

პროექტში მონაწილეობას იღებს 3 კარიერი: კავთისხევის კირქვის, გარდაბნის თიხის და დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საპროექტო წინდადადებები წარმოადგინონ 17 თებერვლამდე.

 

2012 წლის დეკემბერში კომპეტენტური ჟიურის მიერ ეროვნულ და გლობალურ დონეზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 1500-დან 30 000 ევრომდე საპრიზო თანხით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრის წარმომდაგენლები.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...