Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აზერბაიჯანში ქვეყნის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/map_of_azerbaijan-300x225.jpgაზერბაიჯანელი დეპუტატების ჯგუფი ქვეყნის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის.

 

პარლამენტარების აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი ტერიტორია ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული და ამ ტერიტორიას ირანული ანდა სამხრეთ აზერბაიჯანი ეწოდება, მიზანშეწონილი იქნებოდა აზერბეიჯანის რესპუბლიკას ჩრდილოეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელი დაერქვას.

 

ამ წინადადებით ოპოზიციონერი დეპუტატი გუდრათ გასამგულიევი გამოვიდა, რომელმაც მთავრობას მოუწოდა ოფიციალურად განაცხდოს, რომ აზერბაიჯანელები გაყოფილი ხალხია.

 

მისი თქმით, თურქმანჩაის და გიულისტანის ხელშეკრულებებს (სპარსეთსა და რუსეთს შორის მე–19 საუკუნეში დადებული ხელშეკრულებები, რომლითაც მათ შორის აზერბაჯანის გაყოფა მოხდა) პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს.

 

გასანგულიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს და გაერთიანდეს.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ ინიციატივას მმართველი „ენი აზერბაიჯანის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

 

 

 

უმრავლესობის წევრის სიავუშ ნოვრუზოვის განცხადებით, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ აზერბაიჯანს, როგორც გაყოფილ სახელმწიფოს, ჩრდილოეთ აზერბაიჯანი დაერქვას.

 

ირანის შემადგენლობაში შემავალ ტერიტორიებთან გაერთანების იდეა აზერბაიჯანში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე გაჟღერდა.

 

ირანმა აზერბაიჯანი ისლამოფობიაში არაერთხელ დაადანაშაულა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...