planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/amerikis_saelcho.jpgაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოხარულია, გაუწყოთ, რომ ამუშავდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი. ვებგვერდზე განთავსებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ, მათ შორის, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა ოფიციალური პირების განცხადებები. აგრეთვე ინფორმაცია დემოკრატიის; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის და ხალხთა შორის და კულტურულ ურთიერთობათა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შესახებ. სამუშაო ჯგუფების ყოველწლიურ შეხვედრებს აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა მაღალჩინოსნები უძღვებიან. შეხვედრებზე განიხილება აღებული ვალდებულებები, ჩატარებელი სამუშაოები და სამომავლო გეგმები. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდზე გასაჯაროვდება ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთაც ორი ქვეყნის მთავრობები საერთო მიზნის მისაღწევად დგამენ. 2012 წელს 20 წელი სრულდება აშშ-ისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ვაჭრობის, უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, აშშ-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს 45-მდე ხელშეკრულებასა და შეთანხმებას. აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, 5,000-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შეერთებულ შტატებში. ბოლო ათწლეულში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აშშ-მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის, 1 მილიარდი დოლარი გამოუყო 2008 წლის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი გახდება ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო აშშ-საქართველოს ურთიერთობათა განვითარებისათვის თვალის მისადევნებლად. ეწვიეთ კომისიის გვერდს შემდეგ მისამართზე:www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts