planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1306760018_a5505.pngხვალ ბათუმში, მოძრაობა `ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს და ხელისუფლებას ბათუმში აზიზეის მეჩეთის აშენების გადაწყვეტილების შეცვლას მოსთხოვს. მურმან დუმბაძე ღალატს უწოდებს თურქეთ-საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ძალითაც ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობა დაიწყება. თურქეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე თანახმაა, აზიზეის მეჩეთის ასაშენებლად, ბათუმში ადგილი გამოყოს, სადაც სულთან აზიზეის სახელობის მეჩეთი აშენდება. აჭარაში მეჩეთის მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა, ქართული მხარე ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, თურქეთს კიდევ ერთი ძეგლის – ახალციხეში ახმედიას კომპლექსის რესტავრაციასაც სთავაზობს. როგორც ცნობილია, მურმან დუმბაძე 2011 წლის მარტშიც პირველი იყო, რომელმაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა მრევლთან ერთად გააპროტესტა, რის გამოც `რესპუბლიკელებმა” პარტიიდან გარიცხეს. `საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმება თურქეთის მთავრობასთან ბათუმში სულთან აზიზეის მეჩეთის აშენებათან დაკავშირებით, ეს არის ვითომ ეროვნული ხელისუფლების პირდაპირი ღალატი ქართველი ხალხის, ბათუმელებისა და მთლიანად აჭარლების მისამართით. რა უნდა აშენდეს? მეჩეთი, რომლის არც საძირკველია, არც ფუნდამეტი. ისტორიიდან არაფერია დარჩენილი. თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადება იყო პროვოკაცია, თავხედობა, როდესაც თქვა, რომ აჭარაში ჩამოვა და ადგილს თავად შეარჩევს, თუ სად უნდა აშენდეს ეს მეჩეთი. ბათუმელები, ყველას ვპირდებით, ააშენებენ მეჩეთს? მას ბულდოზერებით გადავუვლით.”- განაცხადა მურმან დუმბაძემ ორშაბათს, გაზეთ `ვერსიასთან” ინტერვიუში. ხვალინდელი ბრიფინგი ბათუმში პრეს-კაფეში, 11:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts