planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59858.jpgამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატოში სწრაფვას. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. მეორე შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება იმ ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა. შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts