Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ივანიშვილი სააკაშვილი-ობამას შეხვედრას აფასებს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59863.jpg`ქართული ოცნების` პრესსამსხური ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს ავრცელებს. ორწუთიან მიმართვაში ქართველი მილიარდერი მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრას აფასებს.

 

`ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია,`- ამბობს ივანიშვილი. მას განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმება მოსწონს და დარწმუნებულია, რომ ეს ხელშეკრულება განსაკუთრებულ სარგებლობას ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ მოიტანს.

 

ივანიშვილი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და იმ სხვა განხადებებზეც საუბრობს რომებიც თეთრ სახლში შეხვედრისას გაკეთდა.

 

`აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, რაზეც ჩვენმა პრეზიდენტმა გააკეთა რეაქცია, კარგია, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ ამერიკა ამას არ წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ნატოში შემავალ სხვა ქვეყნებზეცაა დამოკიდებული. მე არ მეგულება არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად წინააღმდეგი იყოს. ყველანი ერთხმად გამოკვეთენ, რომ მხარს უჭერენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც მხარს უჭერს და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ჩვენც მივესალმებით. მე მგონი, ერთადერთი კაცი, რომელიც ამას ხელს უშლის, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას გამოკვეთილად ეწინააღმდეგება. ის, რომ ნაციონალური ტელეარხები და ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგები ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურება იყო, რა თქმა უნდა, ასე არ არის და მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისადმი, თუმცაღა ამ შეხვედრაში შეიძლება მართლაც დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, რომ ობამა კონკრეტულად სააკაშვილს გულისხმობს, როდესაც მას შეახსენებს, რომ იმედი აქვს, საქართველოში ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული და კანონიერი არჩევნების გზით მოხდება,`- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...