planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59856.jpgაშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა მსოფლიო ბანკში გამართა. იგი საქართველოს შესახებ წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნის სახელწოდებაა `ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა`. მისი ავტორი კი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამია. ეს არის წიგნი საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც, როგორც ითქვა მაგალითი უნდა გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც. წიგნში შესულია ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება ყოფილი და ახლანდელი მაღალი რანგის საჯარო მოხელეების გამოცდილებას. სულ გამოკვლეულია 8 კონკრეტული საჯარო სამსახური, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები წარმატებით განხორციელდა. წიგნში ნათქვამია, რომ ეს წარმატება ათმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა, პოლიტიკური ლიდერების სურვილი, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილების მორგება რეალობაზე, ასევე ტექნოლოგიისა და კომუნიკაციის სტრატეგიული გამოყენება. მასში აღწერილია ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ვარდების რევოლუციიდან დღემდე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ისეთ მთავარ პრობლემასთან გამკლავება, როგორიც კორუფციაა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts