planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59861.jpgამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შეაფასა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. თარგამაძის განცხადებით, ბარაკ ობამამ ამერიკის მხარდამჭერი განწყობა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა. უმცირესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის დროს განხილული ყველა საკითხი ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას. `ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არა მარტო გაიმეორა, არამედ გააძლიერა მხარდამჭერი განწყობა საქართველოს მიმართ. ეს ეხება საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და ეკონომიკური დახმარების და რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების, დემოკრატიული ტრანსფორმაციის, სამართლიანი არჩევნების და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საკითხს,`- განაცხადა თარგამაძემ. თარგამაძე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს ატარებს, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მან სენატორ ჯონ მაკკეინთან გამართა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts