planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59865.jpgბედიის მონასტერში რუსი სპეციალისტების მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების საგანგაშო შედეგები. განადგურებული უნიკალური ქართული ფრესკებისა და ბაგრტ მესამის ერთადერთი გამოსახულების კადრები დღეს ”ეხო კავკაზმა” გაავრცელა. სააგენტომ ამ თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. ეს არის პირველი შემთხვევა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, როცა ქართული მხარის ბრადებებს ძეგლთა დაცვის თაობაზე, გამოეხმაურა აფხაზური მხარე. მათ ტელევიზიის ჟურნალისტები შეუშვეს ტაძრის ტერიტორიაზე და გადააღებინეს ის კედელი, სადაც ადრე იყო ბაგრატ III-ის ფრესკა. ბოლო პერიოდში, ქართული მხარე აღნიშნავდა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის მხრიდან ჩატარებული არასწორი რესტავრაციის გამო, მთლიანად ჩამოიშალა ფრესკა და სავალალო მდგომარეობაში იყო მთლიანად ტაძარი. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სიუჟეტში ამბობენ, რომ ერთადერთი დამნაშავე, ამ შემთხვევაში, არის ქართული მხარე. მათი თქმით, ფრესკა ჩამოიშალა ომის დროს, კერძოდ, 1992 წელს დაბომბვის შედეგად. "ქართულმა მხარემ ეს საკითხი სუფთად პოლიტიკური მიზნით წამოწია. უნდათ, რომ რაღაცას მოეჭიდონ და ძეგლებს იყენებენ ამისათვის. უცნობია, როდის გაქრა ბაგრატ II-ის ფრესკა, თუმცა ისინი ამ მეფეს მესამეს უწოდებენ. მათ თავიანთი ანგარიში აქვთ. აქ ფრესკის მისი ნაწილი შენარჩუნებული იყო საბჭოთა კავშირის დროს და ნელ-ნელა ნადგურდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაქრა ომის დროს. ქართული არტილერია მაშინ ტაძარს პირდაპირ ბომბავდა," - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსმა, ანზორ აგუმბამ. სიუჟეტში არ ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაცია "იკომის" მიერ დადებულ დასკვნას, რომელსაც ეყრდნობიან ქართველი სპეციალისტები და სადაც წერია, რომ ფრესკა, სავარაუდოდ, 2003 წელს ჩამოიშალა, როდესაც ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. "ეს შეიძლება შევადარო თალიბანის მოქმედებას, რომელმაც, თავის დროზე, ბუდას ქანდაკებები ააფეთქა. აქ სრულიად ცხადია, რომ ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ფრესკა სრულიად შეგნებულად ზიანდება, ისევე როგორც, წლების განმავლობაში, ზიანდება ქართული წარწერები, ქართული ძეგლები, ნებისმიერი კვალი საქართველოსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდათ, რომ დააზიანონ და გააქრონ," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა. ქართული მხარე ისევ ითხოვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდეს ქართველი და უცხოლი სპეციალისტების შეშვება, რათა მოხდეს მდგომარეობის შეფასება და რესტავრაცია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts