Jump to content
Planeta.Ge

ერორი- წამლებში ბორის მჟავის დასაშვებზე მეტი დოზა აღმოჩნდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59866.jpgსახელმწიფო რეგულირების სააგენტო მედიკამენტებისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების მონიტორინგის შემაშფოთებელ ფაქტებს აქვეყნებს. შემოწმების შედეგად, ზოგიერთ წამალსა და მალამოში ბორის მჟავის დასაშვებზე მეტი დოზაა აღმოჩენილი.

 

ფაქტი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საგანგაშოდ გამოცხადდა, რადგან პრეპარატში ბორის მჟავის ერთ პროცენტზე მეტის შემცველობა აღმოჩნდა ჯანმრთელობისათვის საშიში.

 

სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ იმ პრეპაარტების სიაც გამოაქვეყნა, რომლებშიც ბორის მჟავა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს პრეპარატებია - "თეიმუროვის მალამო", თვალისა და ყურის სამკურნალო წვეთები. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ეს პრეპარატები ნაწარმოებია კომპანიების - "ნეოფარმისა" და აუბიოტიკების" - მიერ. ჩმონათვალში შესულია ორი რუსული კომპანიაც - "ხიმოვტორგი" და "ზელიონაია დუბროვა".

 

ბორის მჟავის შემცველობაზე მოკვლევა სააგენტომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიაზაციამ, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბორის მჟავის დიდი დოზები ჯანმრთელობისათვის საშიშია.

 

ბორის მჟავის დიდი დოზები იწვევს გართულებებს თირკმელებზე, ღვიძლზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, განსაკუთრების საშიში შესაძლოა აღმოჩნდეს პედიატრიაში. გართულებებს იწვევს მსგავსი პრეპარატები კანის დაავადებების დროსაც.

 

სააგენტოს წარმომადგენლები პრეპარატების შემოწმებას განაგრძობენ და არ არის გამორიცხული, სხვადასხვა კომპანიებზე გაიცეს კიდევ რეკომენდაციები ბორის მჟავის დოზების შემცირების თაობაზე.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...