planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე ქართველი მეტოქეები, ბატონი პრეზიდენტი და ბატონი მილიარდერი, 30 იანვარს ვაშინგტონისკენ გაემართნენ. ერთი მათგანი პირადად წავიდა, მეორე კი წერილის მეშვეობით. ისინი ბარაქ ობამას ადმინისტრაციისგან წყალობის მისაღებად იბრძოდნენ. ობამამ ქართველებისგან არსებითად ორი სიმღერა მოისმინა – „მიიღებ, რასაც გინდა,“ პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან და „ჩემთანაც სცადე,“ – ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან. სააკაშვილი ერთი-ერთზე შეხვდა ობამას, მაგრამ ივანიშვილი შეეცადა ის პოლიტიკური მოგება შეესუსტებინა, რომელიც შეიძლება სააკაშვილს ოვალურ ოფისში შეხვედრისგან მიეღო. ღია წერილში, რომელიც ”ვაშინგტონ პოსტსა” და „ნიუ-ორკ თაიმსში” დაიბეჭდა, „ფორბსის“ სიაში შესულმა მილიარდერმა, ობამას სთხოვა სააკაშვილზე ზეწოლა მოეხდინა იმისთვის, რომ საქართველომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ღიად და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაატაროს. „ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს… გამოიყენოთ ყველა შესაძლობლობა, რათა 2012 წლის ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ,” – ნათქვამია ღია წერილში. ამასობაში კი, სააკაშვილი თეთრი სახლის შეხვედრიდან კმაყოფილი გამოვიდა და BBC-ის განუცხადა, რომ შეხვედრამ ორი ქვეყნის ურთიერთობა „ახალ საფეხურზე აიყვანა”. მან ობამას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში საბოლოო გაწევრიანების და მომავალში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესაძლებლობის მხარდაჭერას. თუმცა, მზარდია იმის ნიშნები, რომ ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური მომავალისთვის ვაშინგტონშიც ისევე აქტიურად წარიმართება, როგორც თბილისში. სააკაშვილის ადმინისტრაციის წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ ვაშინგტონში ჩატარებული, მოქნილი ლობირების და კავშირების დამსახურებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილიც, იმისაკენ იხრება, რომ ამ თვალსაზრისით მიშას მხარდამხარ გაჰყვეს. Foreign Policy-ს გამოცემამ, The Cable-მა, 30 იანვარს განაცხადა, რომ ივანიშვილი ევროპასა და აშშ-ში ლობირებისთვის BGR Group-ს თვეში 25,000 დოლარს უხდის. გარდა ამისა, არის ცნობები, რომ ის ცდილობს მოიპოვოს კონტრაქტი გავლენიან ფირმა Patton Boggs-სთანაც და Podesta Group-ის გადმობირებაც უნდა, არადა Podesta Group-ი ამჟამად სააკაშვილის მთავრობის ლობირებას ახდენს. თუმცა, საკითხავი ის არის, მაინც რამდენად აინტერესებს ვაშინგტონს, თუ რა ხდება საქართველოში. რეპორტიორებთან საუბრისას, ობამა იდეალურად გაყვა პროტოკოლს და მოკლედ მოხაზა სააკაშვილთან შეხვედრის შედეგები. მან შეაქო საქართველო რეფორმებისთვის, ავღანეთში სამხედრო დახმარებისთვის და გამოხატა იმედი, რომ წლევანდელი არჩევნები კარგად ჩაივლის. მხოლოდ ერთ, პატარა წამოცდენას ჰქონდა ადგილი… თუმცა საკმაოდ უხერხულ წამოცდენას. სააკაშვილის გვერდით მჯდომმა ობამამ აღნიშნა, თუ როგორ აფასებს ის „ინსტიტუციების მშენებლობას, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს…” პაუზა. „ჰმ… ჰმ… საქართველოში“ დაამატა მან, რომ შეცდომა გამოესწორებინა. შემდეგისთვის ვინმემ „ტელესუფლიორი“ წამოაყოლეთ ხელს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts