Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

##image#7389#1#’სიტ­ყვებს არას­დროს აქვთ ის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბაც ჩვენ გვინ­და რომ მათ მი­ვა­ნი­ჭოთ’ – ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რი

 

“ის გამ­ხდა­რი და ცო­ტა­თი ფერ­მიხ­დი­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­ხე აქვს, ხან­და­ხან ბავ­შვი­ვით მორ­ცხვია. რო­ცა იღი­მე­ბა, კი­დევ უფ­რო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ზამ­თრის ამ ნა­შუ­ად­ღევს, ფო­რი მე­ტა­ლის და­სა­კეც სკამ­ზე იჯ­და, ჯინ­სებ­ში და სა­ში­ნაო ფეხ­საც­მე­ლებ­ში გა­მოწ­ყო­ბი­ლი, სათ­ვა­ლე ეკე­თა და ხე­ლე­ბი გულ­მკერ­დზე ჰქონ­და გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი, ისე თით­ქოს რა­ღა­ცის­გან თა­ვის დაც­ვას ცდი­ლობ­და.| – დე­ბო­რა სო­ლო­მო­ნი 25.02.2005 (The New-York Times Magazine)

 

ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რი – 34 წლის ამე­რი­კე­ლი ნო­ვე­ლის­ტი 1977 წელს, ვა­შინ­გტონ­ში და­ი­ბა­და. მი­სი პირ­ვე­ლი ნო­ვე­ლა (Everything Is Illumunated–2002 წ.) გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ბეს­ტსე­ლე­რი გახ­და, ფო­რის ჰო­ნო­რარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 500 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რა­მაც ჯო­ნა­თა­ნი 30 წლამ­დე მწერ­ლებს შო­რის, ერთ–ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნაზ­ღა­უ­რე­ბად ნო­ვე­ლის­ტად აქ­ცია.

 

პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლი ჯო­ნა­თა­ნი მწე­რალ­მა ჯო­ის კე­როლ ოუტ­სმა შე­ნიშ­ნა. ოუტ­სმა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა ფო­რი­სად­მი და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბიც მის­ცა მას. „ის იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­მა­ფიქ­რა, რომ უნ­და მე­ცა­და და სე­რი­ო­ზუ­ლად მო­მე­კი­და ხე­ლი მწერ­ლო­ბის­თვის, ამის შემ­დეგ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა.“ 1999 წელს ფორ­მა ფი­ლო­სო­ფი­ის გან­ხრით პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და გა­დაწ­ყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, რა­თა დი­სერ­ტა­ცია და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მი­სი დი­სერ­ტა­ცია, სა­ბო­ლო­ოდ ნო­ვე­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იქ­მნა ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რის სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნი. „ერ­თი კვი­რა დამ­ჭირ­და პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის და­სამ­თავ­რებ­ლად – ჰყვე­ბო­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით „Houghton Mifflin Harcourt“–ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში – ხო­ლო იმა­ვე თვე­ში 280 გვერ­დის და­წე­რა მო­ვა­ხერ­ხე. ჩემს გო­ნე­ბას უნ­დო­და ფიქ­რებ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი­ყო და უფ­რო თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სუ­რა­თის, ვიდ­რე ფე­რე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ეთ­ხზა, გა­მო­ე­გო­ნე­ბი­ნა. მაგ­რამ გა­მიჩ­ნდა ##image#7391#1#კით­ხვა, ნუ­თუ ჰო­ლო­კოს­ტი ის თე­მაა, რომ­ლის წარ­მოდ­გე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია? რა არის ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „ჭეშ­მა­რი­ტი“ ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე და რა არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა? შე­იძ­ლე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სი­ზუს­ტით შე­იც­ვა­ლოს? და თვალ­თა­ხედ­ვა გო­ნე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით?“.

 

„Everything Is Illumunated“ ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ებ­რა­ე­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზეა უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ის უც­ნობ ქალს ეძებს, რო­მელ­მაც ბა­ბუ­ა­მისს სი­ცოც­ხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა, ნა­ცის­ტე­ბის მი­ერ ტრა­ჩიმ­ბრო­დის (სოფ. უკ­რა­ი­ნა­ში) ლიკ­ვი­და­ცი­ის დროს. ჯო­ნა­თა­ნის (მთა­ვა­რი გმი­რი) თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მი­სი ასა­კის უკ­რა­ი­ნელ­თან, ალექ­სანდრ „ალექს“ პერ­ჩოვ­თან ერ­თად იწ­ყე­ბა. ალექ­სი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ამე­რი­კუ­ლი პოპ–კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც თა­ვად შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბით აღარ სარ­გებ­ლობს. მან ინ­გლი­სუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლა, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, ალექ­სან­დრი ჯო­ნა­თა­ნის თარ­ჯი­მა­ნი ხდე­ბა. ალექ­სან­დრი, მი­სი უც­ნა­უ­რი „ბრმა“ ბა­ბუა (რო­მე­ლიც მან­ქა­ნას მარ­თავს) და ძაღ­ლი სე­მი დე­ვის II უმ­ცრო­სი, ჯო­ნა­თა­ნის თა­ნამ­გზავ­რე­ბი ხდე­ბი­ან.

 

ნა­წარ­მო­ე­ბის რთულ­მა სტრუქ­ტუ­რულ­მა აგე­ბუ­ლე­ბამ და ფო­რის წე­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა სტილ­მა უდი­დე­სი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ფორ­მა მრა­ვალ სხვა ჯილ­დოს­თან ერ­თად „National Jewish Book Award“ და „Guardian First Book Award“ მი­ი­ღო. წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას , რომ ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი – ჯო­ნა­თა­ნის მი­ერ მა­ღა­ლი დო­ნის ინ­გლი­სუ­რით მო­ნათ­ხრო­ბი და მე­ო­რე – ალექ­სის დამ­ტვრე­უ­ლი ინ­გლი­სუ­რით, ძა­ლი­ან უბ­რა­ლოდ და გულ­ღი­ად მო­ყო­ლი­ლი ტრა­ჩიმ­ბრო­დის ძი­ე­ბის ის­ტო­რია. სხვა­თა­შო­რის, ამ ნო­ვე­ლის მი­ხედ­ვით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღეს 2005 წელს, სა­დაც ჯო­ნა­თანს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ელა­ი­ჯა ვუ­დი თა­მა­შობს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი, ლივ შრა­ი­ბე­რია.

 

ორ­შა­ბათს დი­ლით 8 წლის ჯო­ნა­თან ფო­რი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ სკო­ლა­ში წა­ვი­და. დღე ქი­მი­ის პრო­ექ­ტით და­იწ­ყო, სა­დაც ცდას ატა­რებ­დნენ. ფორს მოს­წყინ­და და სა­ჭი­რო ოთახ­ში გას­ვლის ნე­ბარ­თვა აი­ღო – ცო­ტა დრო გა­ვიყ­ვა­ნე, წყა­ლი დავ­ლიე რო­მე­ლიც მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მინ­დო­და და კლას­ში დავ­ბრუნ­დიო. რო­დე­საც ჯო­ნა­თა­ნი თა­ვის მა­გი­დას უახ­ლოვ­დე­ბო­და, უც­ბად გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი გრუ­ხუ­ნი გა­ის­მა, რა­ღაც აფეთ­ქდა, ოთა­ხი გა­ი­ბუ­ღა, სი­ტუ­ა­ცია აირ-და­ი­რია, ბავ­შვე­ბის ყვი­რი­ლი ის­მო­და… რა­ღაც მო­მენ­ტის შემ­დეგ ფორ­მა თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი და­ი­ნა­ხა დე­რე­ფან­ში, რო­მე­ლიც კე­დელ­ზე იყო მიკ­რუ­ლი „ძნე­ლი იყო შე­მე­ხე­და მი­სი გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხის­თვის, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლი იყო არ გა­მე­ხე­და მის­კენ, სათ­ვა­ლე ნა­წი­ლე­ბად დაფ­შვნო­და, სა­ხე­ზე კი კა­ნი ჰქონ­და აგ­ლე­ჯი­ლი.“ ოთ­ხი ბავ­შვი და­შავ­და აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ორი მძი­მედ, ფო­რი კი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად. „ამის შემ­დეგ, რა­ღაც ნერ­ვი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბის მაგ­ვა­რი და­მეწ­ყო, რაც და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი წე­ლი­წა­დი გაგ­რძელ­და, სახ­ლი­დან იშ­ვი­ა­თად გავ­დი­ო­დი, სკო­ლა­ში ვერ დავ­დი­ო­დი და ხალ­ხის წი­ნა­შე ლა­პა­რა­კის ძლი­ე­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი ში­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და.“

 

ამ აფეთ­ქე­ბას ფორ­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა თვა­ლით შე­ხე­და – ამ შემ­თხვე­ვამ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბაო. მი­სი მე­ო­რე ნო­ვე­ლა (Extremely Loud and Incredibly Close–2005), რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, ნა­წი­ლობ­რივ სწო­რედ აფეთ­ქე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდს ასა­ხავს. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი 9 წლის ბი­ჭი ოს­კარ შე­ლია. ის ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა, თა­ვი­სი ასა­კის­თვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ##image#7390#0#საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, პა­ცი­ფის­ტი, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი, ათე­ის­ტი, მეც­ნი­ერ–გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, „პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი“, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ფრან­გუ­ლი ენით და სა­ო­ცა­რი წარ­მო­სახ­ვის უნა­რი აქვს. ოს­კა­რის მა­მა, ტო­მას შე­ლი, რო­გორც შემ­დეგ ირ­კვე­ვა, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის დროს და­ი­ღუ­პა (ნიუ–იორ­კის “ტყუ­პი თა­უ­ე­რე­ბი”).

 

„ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სამ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რი ერთ–ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც გა­ბე­და და თა­ვის მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ებ­ში ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხდა­რი, ამ ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი, ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა და შე­დე­გი კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მა­გა­ლით­ზე დაგ­ვა­ნა­ხა.“– ედუ­არდ უა­ი­ე­ტი (The New-York Times Magazine)

 

“Extremely Loud and Incredibly Close” –ის მი­ხედ­ვით ოს­კარ­ზე არა­ერ­თგზის ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი­მა სტი­ვენ დოლ­დრიმ ფილ­მი გა­და­ი­ღო (2011). მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ტომ ჰენ­კსი, სან­დრა ბუ­ლო­კი, ტო­მას ჰორ­ნი, მაქს ფონ სი­უ­დო­ვი, ჯეფ­რი რა­ი­თი, ჯე­იმს გან­დოლ­ფი­ნი. ფილ­მის პრე­მი­ე­რა ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, 2012 წელს, თე­ბერ­ვალ­ში.

 

ფო­რი ისე ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს ორი პა­რა­ლე­ლუ­რი ის­ტო­რი­ის შე­კავ­ში­რე­ბას და სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რჩე­ბი. სენ­ტი­მენ­ტა­ლიზ­მი კი, თა­ვი­სე­ბუ­რი და ნაკ­ლე­ბად გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟე­ბის და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟეტ­თან ერ­თად საფ­რან ფორს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ისე­თი არას­ტან­დარ­ტუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ინო­ვა­ცი­უ­რი წე­რის მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლია უბ­რა­ლო, თუნ­დაც ზე­რე­ლე თვა­ლის შევ­ლე­ბით გულ­გრი­ლი დაგ­ტო­ვოს. ასე­ვე დიდ ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევს წიგ­ნის უც­ნა­უ­რი გა­ფორ­მე­ბა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და შე­უ­სა­ბა­მო ფო­ტო­ე­ბი, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი „შრიფ­ტი“, წით­ლად გა­და­ხა­ზუ­ლი ტექ­სტე­ბი, გად­ღაბ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა “ფო­რი­სე­ბუ­რე­ბა­ნი”.

 

ამ მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ ბე­ლეტ­რის­ტი­კულ ნა­წარ­მო­ე­ბებს არ მო­ი­ცავს, მი­სი ერთ–ერ­თი ბო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი 2009 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი Eating Animals–ია, რო­მე­ლიც ვე­გე­ტე­რი­ა­ნიზ­მზე, ცხო­ვე­ლებ­თან სას­ტიკ მოპ­ყრო­ბა­სა და იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ელ­ზეა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ისე­თი ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა, რო­გო­რიც H1N1–ა. „ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რის Eating Animals–მა ვე­გე­ტე­რი­ა­ნე­ლად მაქ­ცია“– აღ­ნიშ­ნა ნა­ტა­ლი პორ­ტმან­მა – ფო­რის სრუ­ლი­ად ეთი­კუ­რი ბრალ­დე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის ჭა­მის წი­ნა­აღ­მდეგ, თა­მა­მად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, არამ­ხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ფორ­მა ამ ქმე­დე­ბის წინ­და­უ­ხე­და­ო­ბა­ზე დაგ­ვა­ფიქ­რა და ამ ქმე­დე­ბის არა­ჰუ­მა­ნუ­რი მხა­რე ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა.“

 

Tree of Codes ფო­რის ეს ბო­ლო წიგ­ნი, რო­მე­ლიც 2011 წელს გა­მო­ი­ცა, „ვი­ზუ­ა­ლუ­რი წე­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნამ­დვი­ლი ნი­მუ­შია. Tree of Codes, პო­ლო­ნე­ლი მწერ­ლის, ბრუ­ნო შულ­ცის The Street of Crocodiles- ის (1934) მი­ხედ­ვი­თაა აგე­ბუ­ლი. ##image#7392#0#ფორ­მა სიტ­ყვე­ბის და ასო­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბით, ამოჭ­რა–ჩა­წე­ბე­ბით სრუ­ლი­ად ახა­ლი ნო­ვე­ლა შექ­მნა. სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო გა­ფორ­მე­ბის, ორი­გი­ნა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი­ის მქო­ნე ნა­მუ­შევ­რის გარ­და, წიგ­ნი თავ­სა­ტე­ხე­ბით და მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სავ­სე გა­მო­ცა­ნაა.

 

საფ­რან ფო­რის შე­მოქ­მე­დე­ბა სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად შე­უ­ფა­სე­ბი­ათ, ბევ­რი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლიც და­უ­წე­რი­ათ მას­ზე და მი­სი თხზუ­ლე­ბე­ბის­თვის უფე­რუ­ლო­ბის სა­ხე­ლიც და­ურ­ქმე­ვი­ათ, თუმ­ცა, უნ­და ით­ქვას, რომ ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კუ­ლი მწერ­ლო­ბის შე­სამ­ჩნევ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს და ეს თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს. ის ევ­რო­პუ­ლი მწერ­ლო­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად მო­დერ­ნიზ­მის ისე­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, რო­გო­რე­ბიც არი­ან ფრანც კაფ­კა, ჯე­იმზ ჯო­ი­სი, ბრუ­ნო შულ­ცი… რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის კრი­ტი­კოს­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა დე­ბო­რა სო­ლო­მონ­მა თქვა თა­ვის სტა­ტი­ა­ში ფორ­ზე – „ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რი „ევ­რო­პე­ლი“ ნო­ვე­ლის­ტია, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს“.

 

ამ­ჟა­მად ჯო­ნა­თან საფ­რან ფო­რი არის პრო­ფე­სო­რი ნიუ–იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თა­ვის ცოლ­თან ნი­კოლ კრა­უს­თან (ასე­ვე მწე­რა­ლი) და ორ შვილ­თან ერ­თად ბრუკ­ლინ­ში, ნიუ–იორ­კში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ახალ ნო­ვე­ლა­ზე.

 

„…რა­ტომ ვწერ? არა იმი­ტომ რომ ჩემ­ზე იფიქ­რონ ჭკვი­ა­ნი­აო და არც იმი­ტომ, რომ მინ­და ეგო­ნოთ, რომ კარ­გი მწე­რა­ლი ვარ. ვწერ, რად­გან მინ­და ჩემს სი­მარ­ტო­ვეს თა­ვი ავა­რი­დო. წიგ­ნე­ბი ადა­მი­ანს ნაკ­ლე­ბად მარ­ტო­სულს ხდის. ისი­ნი გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა, წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მან­ძი­ლის სი­შო­რის­და მი­უ­ხე­და­ვად.“

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...