planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 ფიჯის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ , ფიჯის რესპუბლიკას ჩვენს ქვეყანაში წარმოებული 200 ნეტბუკი გადასცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ფიჯის რესპუბლიკაში, საქართველოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფიჯის მთავრობამ დაიწყო განათლების სისტემის რეფორმირება და საქართველოს დახმარება ამ პროცესს წაადგება, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს ცნობითვე, მასპინძელმა მხარემ ინტერესი გამოხატა როგორც საქართველოს განათლების სფეროსადმი, ისე მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts