Jump to content
Planeta.Ge

რას უნდა ველოდოთ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში


Recommended Posts

##image#7393#0#30 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს თეთრ სახ­ლში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი  ბა­რაკ ობა­მა უმას­პინ­ძლებს. თეთ­რი სახ­ლის წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის 20 წლის თავ­ზე, ობა­მა და სა­ა­კაშ­ვი­ლი ისა­უბ­რე­ბენ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე – ვაჭ­რო­ბის, ტუ­რიზ­მის, ენერ­გე­ტი­კის, მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბით. პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას, მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბილ საზ­ღვრებ­ში, კვლავ და­ა­დას­ტუ­რებს. პრე­ზი­დენ­ტე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­სა და რე­ფორ­მებ­ზე. გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბა თავ­დაც­ვის სფე­რო­ში ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, მათ შო­რის, პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა ხაზს გა­უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს NATO-ს ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ა­ში. 

 

ქვეყ­ნებს  შო­რის თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კით­ხი ბო­ლო დროს კი­დევ ერ­თხელ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ამ სფე­რო­ში, შე­საძ­ლოა, ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეს. სწო­რედ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­გრე­სის მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი აშშ-ის თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტი – ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აქ­ტი. მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხი ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი და გუ­ლის­ხმობს, რომ ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სამ­ხედ­რო სფე­რო­ში უნ­და „ნორ­მა­ლიზ­დეს”, მათ შო­რის აშშ-ის მხრი­დან თავ­დაც­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­ყიდ­ვის გზით. 

 

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც აქტს გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს მო­ა­წე­რა ხე­ლი, მი­სი მი­ღე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 90 დღის ვა­და­ში უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს და წა­რუდ­გი­ნოს ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა კონ­გრე­სის თავ­დაც­ვის კო­მი­ტეტს, სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­სა და წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტს. ამ გეგ­მის მიზ­ნე­ბად ცხად­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა, რა­თა და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მთავ­რო­ბა, ხალ­ხი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რაც უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ და­დე­ბულ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის პი­რო­ბა­სა და გა­ე­როს ქარ­ტი­ის 51-ე მუხლს. აქ­ტი აშშ-ს მო­უ­წო­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბა და სერ­ვი­სე­ბი არა მხო­ლოდ თა­ვად მიჰ­ყი­დოს, ასე­ვე და­არ­წმუ­ნოს NATO-ს წევ­რი და კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი, გა­ნა­ახ­ლონ და გა­ა­ფარ­თო­ონ თავ­დაც­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ყიდ­ვა. ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და NATO-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის ნა­წი­ლია. მიზ­ნე­ბი მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბას კო­ა­ლი­ცი­ის ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, NATO-ს პარ­ტნი­ო­რო­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად და ა.შ. 

 

ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა უნ­და შე­ი­ცავ­დეს აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის  მომ­ზა­დე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბა­თა შე­ფა­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მას თან­დარ­თუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა თხოვ­ნა ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე, რი­თაც ბო­ლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თა აშშ-ს. გეგ­მა სა­ჯა­რო უნ­და იყოს. თუმ­ცა, და­ნარ­თის სა­ხით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ნა­წილ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს. 

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მუხ­ლის შეს­რუ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ არ ჩათ­ვა­ლოს. აქ­ტის ხელ­მო­წე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში მან სა­ქარ­თვე­ლო­ზე მუხ­ლი იმ რიგ სა­კით­ხებს შო­რის მო­იხ­სე­ნია, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა მი­იჩ­ნი­ოს. ამის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ აქ­ტის გარ­კვე­უ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი (სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხის ჩათ­ვლით), შე­საძ­ლოა, მის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვად ჩა­ით­ვა­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­საზ­ღვრა­ში. არ­გუ­მენ­ტა­დაა მო­ტა­ნი­ლი ისიც, რომ მუხ­ლე­ბი ისე შე­იძ­ლე­ბა წა­ი­კით­ხონ, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და ეროვ­ნულ უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე სენ­სი­ტი­უ­რი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სა­კით­ხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კით­ხებ­ში, ფი­ლიპ გორ­დონ­მა. მან კით­ხვას, აპი­რებს, თუ არა აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცია აქ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლის შეს­რუ­ლე­ბას – ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის „ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას”, მათ შო­რის, ია­რა­ღის მი­ყიდ­ვას – უპა­სუ­ხა, რომ ეს მათ მიდ­გო­მას დი­დად არ ცვლის. მი­სი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უსაფ­რთხო­ე­ბის სფე­რო­ში უმე­ტეს­წი­ლად გა­ნათ­ლე­ბა­სა და წვრთნებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილ­ზე ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლო, წლე­ბია, NATO-ს ISAF-ის ოპე­რა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა. დე­კემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის თხოვ­ნას ავ­ღა­ნეთ­ში კი­დევ ერ­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის გაგ­ზავ­ნა­ზე. ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა NATO-ს ის არა­წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტი – 1685 – სამ­ხედ­რო ეყო­ლე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დაც­ვი­თი ია­რა­ღის მი­ყიდ­ვას, გორ­დო­ნის თქმით, ამ სა­კითხს ისე უდ­გე­ბი­ან, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­თან – ცალ­კე­უ­ლის გან­ხილ­ვი­სას ბევრ ფაქ­ტორს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. მან და­ა­მა­ტა, რომ ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ. 

 

აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა არა­ერ­თხელ გა­ნაც­ხა­დეს, რომ ისი­ნი თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სას გა­ნათ­ლე­ბა­სა და წვრთნებ­ზე არი­ან ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლე­ბი. თავ­დაც­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­ყიდ­ვა კი, რო­გორც ჩანს, შემ­დგომ ეტა­პად, სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. უფ­რო ნა­თელ სუ­რათს, თუ რა დის­კურ­სი იყო ვა­შინ­გტონ­ში ამ სა­კით­ხზე, WikiLeaks-ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მო­წე­რა გვიჩ­ვე­ნებს. 2009 წლის ივ­ნის­ში აშშ-ის ელ­ჩი რუ­სეთ­ში, ჯონ ბა­ი­ერ­ლი, ვა­შინ­გტონს წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ხელს შე­უშ­ლი­და. მი­სი აზ­რით, ამ ნა­ბიჯს შე­ეძ­ლო, შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა რუ­სე­თის თავ­შე­კა­ვე­ბა ირა­ნის­თვის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვა­ზეც. ბა­ი­ერ­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ უფ­რო მე­ტად სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნ­და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. ელ­ჩის წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პელ პარ­ტნი­ო­რებ­თან ერ­თად გამ­ჭვირ­ვა­ლე სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან NATO-ს პარ­ტნი­ო­რო­ბა მშვი­დო­ბის­თვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე წვრთნა და დახ­მა­რე­ბა, იქ­ნე­ბო­და ის ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია, რაც რუ­სეთს უბიძ­გებ­და, უკეთ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბა ხელს შე­უწ­ყობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. 

 

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩი, ჯონ ტეფ­ტი, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში წერ­და ვა­შინ­გტონს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­თი ამო­ცა­ნე­ბი ჰქონ­და – ის, რომ, აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სი, სულ მცი­რე, 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ეც­ვა, სა­ნამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბო­და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ამის­თვის კი ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, რაც მას არ გა­აჩ­ნდა. ტეფ­ტი მი­უ­თი­თებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხა­სი­ა­თის გან­საზ­ღვრა რუ­სე­თის კარ­ნა­ხით რუ­სე­თის­თვის ჯილ­დოს ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც მას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხი არ უგია. ამის შემ­დე­გაც აშშ-ს ღი­ად არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს, რომ  სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­დაც­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბა მი­ე­ყი­და. თა­ვის  მხრივ, 2010 წელს გორ­დო­ნი აც­ხა­დებ­და, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ემ­ბარ­გო არ და­უ­წე­სე­ბი­ათ. კით­ხვა­ზე, თუ რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლა აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი თხოვ­ნა ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ზე წი­ნა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ  უპა­სუ­ხა, რომ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა და იმის მიღ­წე­ვა იყო, რომ რუ­სეთს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა აგ­ვის­ტოს ცეც­ხლის შეწ­ყვე­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი. ასე­ვე, პა­ტი­ვი ეცა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის. 

 

ამ თე­მა­ზე ღი­ად სა­უ­ბარს ქარ­თუ­ლი მხა­რე ერი­დე­ბო­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე  გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, მათ შო­რის – სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2011 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე აშშ-ში ვი­ზი­ტი­სას The Cable-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აშშ-სგან გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მსუ­ბუქ შე­ი­ა­რა­ღე­ბას ყი­დუ­ლობ­და, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნას მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და თავ­დაც­ვის­თვის – ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ტან­კსა­წი­ნა­აღ­მდე­გო. 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში NATO-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­იკ ტერ­ნერ­მაც გა­ნაც­ხა­და, რომ აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ია­რა­ღის კო­მერ­ცი­უ­ლი მი­ყიდ­ვა და­ამ­ტკი­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან მო­უ­წო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­კვე­ვით გა­ნუც­ხა­დოს, რომ თავ­დაც­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბას მიჰ­ყი­დის. 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...