planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 სამშაბათს, ფლორიდაში ჩატარებულ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში მით რომნიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ხმების – 46 %, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა ნიუტ გინგრიჩმა 32% მოაგროვა. ნევადა იქნება შემდეგი შტატი სადაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის პაექრობა გაიმართება. მას მოყვება კოლორადოსა და მინესოტას შტატები, ხოლო პრაიმერი მისურიში შედგება. გინგრიჩი და რომნი ნევადაში ოთხშაბათს იქნებიან. კარგად ორგანიზებულმა და დაფინანსებულმა რომნიმ გამართული ოთხი პაექრობიდან ორში გაიმარჯვა. ათი დღის წინ, სამხრეთ კაროლინაში გინგრიჩთან განცდილი მარცხის შემდეგ ფლორიდის პრაიმერში გამარჯვებამ რომნის კამპანიას ახალი ძალები შესძინა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ კანდიდატებს შორის ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts