Jump to content
Planeta.Ge

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი


Recommended Posts

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რო­ბის კო­მი­სი­ის ვებ­გვერ­დი აა­მოქ­მე­და. ვებ­გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია  ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ის ტექ­სტი, ინ­ფორ­მა­ცია კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ახა­ლი ამ­ბე­ბი აშშ- სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

 

ვებ­გვერ­დზე მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ოთ­ხი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბის  თა­ო­ბა­ზე –  დე­მოკ­რა­ტი­ის, თავ­დაც­ვი­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის,  ეკო­ნო­მი­კის, ვაჭ­რო­ბი­სა ,  ენერ­გე­ტი­კის და ხალ­ხთა შო­რის  კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სფე­რო­ში.

 

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რებს აშშ-ის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი უძ­ღვე­ბი­ან. შეხ­ვედ­რებ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რო­ბის კო­მი­სი­ის ვებ­გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით  ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა    სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად   ორი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბის  ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ.

 

დე­პარ­ტა­მენ­ტის  გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2012 წელს 20 წე­ლი სრულ­დე­ბა აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბი­დან.  ვაჭ­რო­ბის, უსაფ­რთხო­ე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ებ­ში, აშშ-მა და სა­ქარ­თვე­ლომ ბო­ლო 20 წლის მან­ძილ­ზე   45-მდე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­სა და შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­რეს ხე­ლი.

 

 აშშ-ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, 5 ათას­ზე მეტ­მა ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ბო­ლო ათ­წლე­ულ­ში ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 2.2 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან დღემ­დე აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა, მათ შო­რის, 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო 2008 წლის ომის შე­დე­გე­ბის აღ­მო­საფ­ხვრე­ლად.

 

ვებ­გვერ­დის მი­სა­მარ­თია www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...