planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 ავტორი ბენ ბირნბაუმი | Washington Times - ორიგინალი15:01 01.02.2012საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად აქციოს (lame duck) იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა. http://2.bp.blogspot.com/-71arJpPkmms/TykadiG8R_I/AAAAAAAAGF8/hMH2FwEI4Os/s200/svaneti.gif”იმდენი რამეა, რამაც შიძლება ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო (lame duck)”, უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში. 44 წლის პრეზიდენტს, რომელიც 2004 წელს აირჩიეს თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, აკრძალული აქვს მესამე ვადით თანამდებობაზე დარჩენა. სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება. მან კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის შედარებაზე. პუტინი 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება კრემლში მესამე ვადით მოვიდეს. ”ხანდახან ხალხი მეკითხება, ”შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” განაცხადა სააკაშვილმა. ”საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის – ა, და ბ- ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც სამუდამოდ გამორიცხავს პუტინის მსგავსი მოვლენების არსებობას საქართველოში.” ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს გაეცხადებინა მისი განზრახვანი. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეში Washington Times-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, ”პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”. სააკაშვილი ორშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ობამას, რომელიც განიხილავდა საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას. foreignpress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts