Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მთავრობამ თბილისში მცხოვრები მდგმურების აღწერა დაიწყო


Recommended Posts

ავტორი თეონა ისაშვილი

15:47 01.02.2012

რამდენიმე დღეა დედაქალაქის კორპუსებში აღწერა მიმდინარეობს. უცნობი პირები ინტერესდებიან რამდენი ადგილობრივი თუ მდგმური ცხოვრობს კონკრეტულ უბნებში. მოსახლობა ეჭვობს, რომ ეს შემოწმება საგადასახადო კოდექსის იმ მუხლს უკავშირდება, რომელიც ბინის გამქირავებელს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

 

http://4.bp.blogspot.com/--Vo5ghOrQ40/TykmHrgSj9I/AAAAAAAAGGI/gwCpVWHBLZM/s200/mdgmuri.jpgგამქირავლებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ გადასახადის დაწესებით ხელისუფლება მათი ჯიბიდან დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამიტომ, ისინი დამქირავებლებს აფრთხილებენ, შემოწმების შემთხვევაში განაცხადონ, რომ ბინის მესაკუთრეების ნათესავები არიან და იქ უფასოდ ცხოვრობენ.

 

შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებს, 2011 წელს შევიდა. ამავე კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გამქირავებელი გადასახადს თავს აარიდებს, კანონის თანახმად, მას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუკი დეკლარირებული უძრავი ქონება ქირავდება, მისი მეპატრონე ვალდებულია, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი 12 პროცენტის ნაცვლად, 20 პროცენტით იბეგრება.

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-5251389623201097956?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...