Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს შეხვდა


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6133

 

 

 

აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა.

 

ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატო-ში სწრაფვას. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები.

 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებული.

 

შეხვედრას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი, ასევე, სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი, ტომ უდალი და ჯეინ შაჰინი ესწრებოდნენ.

მეორე შეხვედრა მიხელ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია,  რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა.

 

შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...