Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გორში შენობების 98% არაადაპტირებულია შშმპ-ებისთვის


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6143

 

 

 

ქალაქ გორში არსებული 70 შენობიდან, მხოლოდ ოთხია ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შეხვედრაზე, რომელიც დღეს გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა და რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების  და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მთავარ პრობლემად სწორედ არაადაპტირებული გარემო დასახელდა.

 

ბოლო პერიოდში გორში სხვადასხვა ობიექტებზე სპეციალური პანდუსების გაკეთება დაიწყეს, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის წარმომადგენლის მაია ჯულაყიძის თქმით, ზოგიერთ შენობაზე მიდგმული პანდუსი მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს და ასეთ შენობებში მოსახვედრად შშმპ-ებს მაინც სხვისი დახმარება ესაჭიროებათ.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გორის  ცენტრში სულ 675 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 177 ბავშვია.

 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნები გაითვალისწინოს.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ხელისუფლებას გაუგზავნეს მიმართვა, რომ 2012 წელი მათ წლად გამოცხადდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ ყურადღება გაიზრდება და გარემოს ადაპტაციისთვის მეტი გაკეთდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...