planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/glonti-irma-300x199.jpgმედიაგაერთიანებაში “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის” 30 მედიასაშუალება გაწევრიანდა. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შედგა, მედიაგაერთიანების „სოლიდარობა მედიის თავისუფლებითვის“ მემორანდუმს ხელი მოეწერა. მედიაგაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა ღლონტის თქმით,გაერთიანების მთავარი ამოცანა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაა. „მედიაგაერთიანების მთავარი ამოცანაა, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩამოყალიბდება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოემსახურება ამ მედიასაშუალებების ქმედებებს, როგორიცაა საპროტესტო აქციები, წერილები და სხვა. თუ ნებისმიერ პატარა მედიასაშუალებას შეექმნა რაიმე პრობლემა, ის დაწერს განცხადებას და შემოიტანს ჩვენს გაერთიანებაში, შემდეგ ყველა ეს ორგანიზაცია მას გვერდში დაუდგება და პრობლების მოგვარებაში დაეხმარება“,-აღნიშნა ღლონტმა. მისივე თქმით, როდესაც დაიწერება მიმართვა, იგივე საერთაშორისო ორგანიძაციებისადმი ჩვენი პრობლემების შესახებ და 30 სუბიექტი განცხადებას ხელს მოაწერს, დოკუმენტს ბევრად მეტი დამაჯერებლობა ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. მემორანდუმს სულ 30 მედიასაშუალება შეუერთდა. 1. “ალია ჰოლდინგი”; 2. “რეზონანსი”; 3. “ობიექტივი”; 4. “მედიაპალიტრა”; 5. რადიო კომპანია “საქართველოს ხმა”; 6. ტელეკომპანია “საქართველოს ხმა”; 7. გაზეთი “ვერსია”; 8. ინტერნეტ გამოცემა “პრესაგე.ტვ”; 9.ჟურნალი “ღია ბოქლომი”; 10. გაზეთი “ბანკები და ფინანსები”; 11. “მესსენგერ”; 12.რადიო “მაესტრო”; 13. ტელეკომპანია “მაესტრო”; 14. მედია კორპორაცია “ასავალ-დასავალი”; 15. გაზეთი “ბორჯომი”; 16. ჟურნალი “ქვაკუთხედი”; 17. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”; 18. “გლობალ.ტვ”; 19.”საქართველო და მსოფლიო”; 20. საინფორმაციო სააგენტო “ივერიონი”; 21.ჟურნალი ” ბიზნესი და კანონმდებლობა”; 22.გაზეთი “დღეს და ხვალ”; 23; სააგენტო“თბილისი“; 24. სტუდია „ჯი-ენ-ეს“; 25. ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“; 26.საინფორმაციო სააგენტო „პირველი“;27. ტელეკომპანია „იგრიკა მე-9 არხი““,28. გაზეთი „რუსთავის ამბები“; გაზეთი „ლანჩხუთი +“ ამიერიდან მსურველთა გაწევრიანება, ყველა მანამდე გაწევრიანებული ორგანიზაციის თანხმობით მოხდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts