planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images2.jpegთურქეთის სანაპიროსთან ტვირთმზიდი ხომალდისმ „VERA“–ს ჩაიძირვის შედეგად დაღუპული ქართველი მეზღვაურის ვინაობა ცნობილია. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური მურმან დარსაძეა, რომელიც ფოთში ცხოვრობდა და გემზე მოტორისტად მუშაობდა. კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი VERA თურქულ პორტ ალიაგასთან ჩაიძირა. მასზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ცხრა უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა მხოლოდ სამი ადამიანის – მზარეულის, მეორე და მესამე კაპიტნების გადარჩენა მოახერხეს. გემი VERA რუსეთიდან თურქეთის ალიაგას პორტში მიცურავდა და ჯართი გადაჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts