planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/goka_gabashvili-300x168.jpg„ნაც.მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, დეპუტატ გოკა გაბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა საქართველოსთვის 100%–ით პოზიტრიური იყო. ამის შესახებ, პარლამენტის უმრავლესობნის წევრმა გაზეთ „პრაიმ–თაიმის“ პრეს–კლუბში ისაუბრა. მისი თქმით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა. „კონკრეტული შედეგია ის რომ, უკვე დაიწყო საუბარი ორ ქყვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს ხელშეკრულება აძლევს ყველას საშუალებას ბიზნესი განავითაროს, ასევე საექსპორტო პოტენციალის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის საშუალება იქმნება,“– განაცხდა გაბაშვილმა. მისივე თქმით, ის პროცესები, რომელებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარდა ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი 30 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაქ ობამას შეხვდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts