Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გოკა გაბაშვილი ოპოზიციას ურჩევს, არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ოპოზიცია იყოს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/a13155-300x225.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი ოპოზიციას ურჩევს, არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ოპოზიცია იყოს.

 

ამის შესახებ გაბაშვილმა გაზეთ “პრაიმ თაიმის” პრეს-კლუბში სააკაშვილი-ობამას შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

 

გაბაშვილის განცხადებით, ნებისმიერ არჩევნებზე,  სახელისუფლებო მანდატის ხალხიდან მის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე გადაცემაა.

 

„ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციური გუნდი იმდენს მოიფიქრებდა, რომ ამ წარმატების თანამონაწილე გამხდარიყო და ამას არ დაპირისპირებოდა. ჩვენი ოპოზიციის ნაწილს იმდენი გამჭრიახობა არ ეყო, რომ ასე მოქცეულიყო, ან მათთვის იმდენად მიუღებელია, რაზეც  იყო საუბარი, რომ ეძებენ იმას, რაც არ თქმულა“,- განაცხადა გაბაშვილმა.

 

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია გადაეჩვევა იმას, რომ არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ოპოზიცია იყოს, ეს პირველ რიგში, მათთვის იქნება კარგი.

 

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, საქართველო ახლა სწორ გზაზე დგას. ესაა დასავლეთთან ინტეგრაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობა.

 

„იმის ილუზია, რომ საქართველოს მომავალი პუტინის რუსეთთანაა დაკავშირებული და რუსეთს “ოკუპანტი” არ ვუწოდოთ – ეს არის დამღუპველი მცდელობა, რომელიც საქართველოს ოლიგარქიულ ჭაობამდე მიიყვანს”, – დასძინა გაბაშვილმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...