Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/dakaveba_401965975-300x224.jpgკახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

 

კახეთის საოლქო პროკურორის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამ წუთებში მასთან ადვოკატი იმყოფება.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, საღამოს ქალაქ გურჯაანში მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.

 

გიორგი სიბაშვილი ამჟამად შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა.

 

სოფო ნიკოლაშვილი 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ „კახეთის ხმა“-ში მუშაობდა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფო ნიკოლაშვილის მამას დავით ნიკოლაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, მომხდარის დეტალები მისთვის ჯერ უცნობია. დათო ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია გურჯაანში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...