planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/news_9049.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ რეიტინგის მხრივ, არამედ პოლიტიკურადაც გადაყლაპა. ამის შესახებ გაბაშვილმა გაზეთ „პრაიმ–თაიმის“ პრეს–კლუბში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „GREENBERG QUINLAN ROSNER „მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების კომენტირებისას განაცხდა. გაბაშვილის თქმით, ბიზნესმენის გამოჩენის შედეგ ასპარეზიდან გაქრნენ პროდასავლური, ზომიერი არასაპარლამენტო პარტიები, როგორებიც იყვნენ – „თავისუფალი დემოკრატები“ და “რესპუბლიკელები”. „ისინი ფაქტიურად აღარ არსებობენ. მათი მთლიანი აბსორბაცია ივანიშვილმა მოახდინა. რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, ბიძინა ივანიშვილს არაფერი ახალი არ წარმოუდგენია გარდა ახალი გუნდისა – შევარდნაძის დროინდელი საპენსიო ფონდის ხელმძღვანელების სახით,“– განაცხადა გაბაშვილმა. უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის თქმით, კობა დავითაშვილს რამდენი მილიონიც არ უნდა მისცე, ის მაინც კობა დავითაშვილია. 2012 წლის იანვარში, ამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner Research „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით პოლიტიკური კვლევა ჩაატარა და კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” ამომრჩეველთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა – “ნაციონალური მოძრაობა – 65%, “ქართული ოცნება” – 25%, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – 4%, “ლეიბორისტები” – 1%. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts