planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images15.jpeg„ხალხის პარტიის” ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში სერიოზული ლობისტური მუშაობა მიდის, ბიზნესმენს გავლენიანი ევროპული და ამერიკული ლობისტური კომპანიები ეყოლება და მათ ფულს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის. ამის შესახებ განცხადება, დავითაშვილმა დღეს ინტერნეტ-ტელევიზია “ITV”-ს მედია-კლუბში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, დასრულდა ის დრო, როცა ლობისტური კომპანიების მომსახურეობით მხოლოდ სააკაშვილი სარგებლობდა და მათ ფულს ბიუჯეტიდან უხდიდა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ “Washington Post”-სა და “New York Times”-ში ივანიშვილის წერილების გამოქვეყნება ლობისტური კომპანიების დამსახურება იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ძალიან ბევრი სოლიდური კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდით, ბევრ მათგანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს ყველაფერი საჯარო გახდება“,– განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში სააკაშვილის მონოპოლია დასრულდა და ივანიშვილი მას არა მარტო სერიოზულ კონკურენციას უწევს, არამედ უგებს კიდეც. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts