Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გაბაშვილი: აზიზიეს მეჩეთის აშენების სანაცვლოდ თურქეთში უნიკალური ქართული ძეგლების რეაბილიტაციაზეა საუბარი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/batumi1-copy-300x213.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილის განცხადებით, აზიზიეს მეჩეთის აშენების სანაცვლოდ თურქეთში უნიკალური ქართული ძეგლების რეაბილიტაციაზეა საუბარი.

 

ამის შესახებ განცხადება, გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და ამის აღდგენა უმნიშვნელოვანესი საქმეა.

 

გაბაშვილის განცხადებით, ნებისმიერი კონფესიური დავა კულტურულ მემკვიდრეობაზე არაპროდუქტიულია.

 

„ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობა ყოველთვის იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან მუსულმანი ქართველები, ებრაელები, გრიგორიანელი სომხები და ის ეროვნული და რელიგიური უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. დღეს მით უმეტეს, როდესაც ცივილიზებული სამყაროა და მოქალაქეობის ნიშნით განისაზღვრება ეროვნება, როცა ჩვენ ყველა ერთი დიდი პოლიტიკური ქართული ერის ნაწილი ვართ, ამ კონტექსტში ყველას წარსულს, ყველას ისტორიას პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში ეს რეაბილიტაცია განვახორციელოთ. ამიტომ მე ამ პროექტის მინუსს ვერ ვხედავ, რომ კულტურული მემკვიდრეობა აღვადგინოთ როგორც საქართველოში, ისე თურქეთში. ეს ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს”, – განაცხადა გაბაშვილმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...