planetanews Posted February 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/saakash-senatorebi.jpgთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. <span style="font-size: 10pt;" />საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე, განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, "მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე". სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts