planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg რიჩარდ სოლაში ვაშინგტონი – შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და თავისუფალ ვაჭრობაზე შესაძლო შეთანხმება განიხილეს. ობამამ საქართველოს ლიდერს უთხრა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) თბილისთან „შესაძლებელია“ და ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ობამამ განაცხადა, რომ „უამრავი მუშაობაა“ საჭირო ამ ხელშეკრულების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მოხსნის ტარიფებს, კვოტებს და სხვა სავაჭრო შეზღუდვებს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ [თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება] სასარგებლო იქნება, როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოსთვის, რადგან ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის ბიზნესშესაძლებლობების ძიებას, რათა შევძლოთ საქართველოსთვის ჩვენი საქონლის და მომსახურების მიყიდვა, და რომ იგივე შეძლოს საქართველომაც“, – განაცხადა ობამამ. სააკაშვილის თქმით, რომ თავისუფალი ვაჭრობის პაქტი დაეხმარება საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომ განვითარდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაუსვით საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივას, რადგან ეს მოიზიდავს ჩემს ქვეყანაში უამრავ დამატებით აქტივობას და არსებითად დაეხმარება ჩემი ქვეყნის მშენებლობის პროცესს“, – თქვა სააკაშვილმა. კონკრეტული შედეგები შეერთებული შტატების ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ოქტომბერში საქართველომ შეწყვიტა წინააღმდეგობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. საქართველოსთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარებით ამერიკის დაინტერესებას, ზოგიერთი დამკვირვებელი თბილისის მხრიდან თანამშრომლობაზე მადლიერების ჟესტად აღიქვამს. ზოი რინერსმა, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს სპიკერმა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მოლაპარაკება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საქართველოს მხრიდან შეხვედრაზე განსახილველ მთელ რიგ საკითხებს შორის ერთ-ერთი იყო. „სამი მომენტია, რამაც ჩვენ გაგვახარა – სამი კონკრეტული რამ, რაც მივიღეთ“, – თქვა რეინერსმა. „პირველი ის არის, რომ ობამა მხარს უჭერს მაღალი დონის კომიტეტის შექმნას სავაჭრო თანამშრომლობაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობაც კი გამოთქვა. შემდეგი საკითხი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეხება. ამ მხრივ საკვანძო სიტყვა იყო „გაზრდა“ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა – საქართველოს თავდაცვთი შესაძლებლობების გაძლიერება. და ბოლოს, პრეზიდენტმა ობამამ შეაქო საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყნის მოდელი რეგიონში“. ობამამ კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს დიდი ხნის მისწრაფების მიმართ გაწევრიანდეს ნატოში და მადლობა გადაუხადა ქვეყანას ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მისი წვლილისთვის. მან თბილისს „ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე ერთგული „კონტრიბუტორი“ უწოდა. არსებობს მოლოდინი, რომ მაისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ამ კავკასიური ქვეყნის წევრობის საკითხს დააყენებენ. „პლურალისტური პოლიტიკური გარემო“ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი მიულოცა და შეაქო ის რეფორმები, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარდა, რევოლუციის, რომელმაც რვა წლის წინ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მან განაცხადა, რომ საქართველო „ძალიან ამაყი“ უნდა იყოს თავისი წარმატებით და „მსოფლიოს სცენაზე პასუხისმგებელი მოთამაშის“ სტატუსით. ობამამ განაცხადა ასევე, რომ ელის სამართლიან და თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს ამა წლის ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნებს 2013 წელს. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ არჩევნები შექმნის „მრავალფეროვან და პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს“. იანვარში, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ერვოკავშირმა განაცხადეს, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი არ არის ადექვატური საარჩევნო სისტემაში არსებული უთანასწორობის მიმართ. ოპონენტები ამბობენ, რომ კანონში ნაკლებად არის გათვალისწინებული საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების ბოლოდროინდელი კრიტიკა ან ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული წინადადებები, რომელიც მმართველი პარტიის დიდ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხეს შეუქმნიდა. სააკაშვილს ადანაშაულებენ ასევე განსხვავებული შეხედულებების დევნასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts