Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილმა ობამას 1918-21 წლების დოკუმენტების ასლები უსახსოვრა


Recommended Posts

##image#7380#0#პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა 30 იან­ვარს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე   აშშ-ს პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას    1922 წელს,  პა­რიზ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი  სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ის და 1918 წლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის სა­სა­ჩუქ­რე გა­მო­ცე­მის  ას­ლე­ბი უსახ­სოვ­რა.   ეს სა­ჩუქ­რე­ბი  სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვის ის­ტო­რი­უ­ლო­ბის სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ  შე­არ­ჩი­ეს. 

 

ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე მი­ღე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ ასა­ხა მის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ისე­თი ნორ­მე­ბი,   რო­მელ­თა  დამ­კვიდ­რე­ბაც  ძველ­მა დე­მოკ­რა­ტი­ებ­მა წლე­ბის შემ­დეგ და­იწ­ყეს (მა­გა­ლი­თად საფ­რან­გეთ­ში ქალ­თა სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნა 1945 წელს).  სამ­წუ­ხა­როდ, საბ­ჭო­თა  ოკუ­პა­ცი­ის ხან­გრძლივ­მა პე­რი­ოდ­მა,   სა­ქარ­თვე­ლო ათ­წლე­უ­ლე­ბით ჩა­მო­ა­შო­რა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ის­ტო­რი­ულ არ­ჩე­ვან­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის გზას.

 

ბა­რაკ ობა­მას­თვის გა­და­ცე­მი­ლი   სა­ქარ­თვე­ლოს  კონ­სტი­ტუ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო  სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 1921 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ხებ ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მელ­საც  ცო­ტა ხნის წინ,  ლონ­დონ­ში  დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა უმას­პინ­ძლა.  ეს    ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა ასა­ხავ­და  სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნას, მის დე­მოკ­რა­ტი­ულ მიღ­წე­ვებს, 1919 წელს ჩა­ტა­რე­ბულ სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას და 1921 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბას.

 

გა­მო­ფე­ნა ლონ­დონ­ში   გახ­სნეს დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა: ლა­ი­ამ ფოქ­სმა, დე­ნის მაკ­შე­ინ­მა და ემა რე­ი­ნოლ­დსმა,  სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩმა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში  გი­ორ­გი ბად­რი­ძემ , ასე­ვე  სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ და გა­მო­ფე­ნის ავ­ტორ­მა, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა. ტო­ნი ბლე­რის კა­ბი­ნე­ტის ევ­რო­პის მი­ნის­ტრმა დე­ნის მაკ­შე­ინ­მა მა­შინ  ხა­ზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე­მოკ­რა­ტი­ულ მიღ­წე­ვებს, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ქალ­თა სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბა – ევ­რო­პის ძველ­მა დე­მოკ­რა­ტი­ებ­მა ,მხო­ლოდ , მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მაკ­შე­ინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ   პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მემ­კვიდ­რე­ო­ბა ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვას.

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...