Jump to content
Planeta.Ge

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია


Recommended Posts

##image#7381#0#ბო­ლო ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ე­და­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ნა­ხუ­ლეს. მათ პრო­ტეს­ტი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვით, ცეკ­ვა-სიმ­ღე­რი­თა და სხვა­დას­ხვა პერ­ფორ­მან­სით გა­მო­ხა­ტეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა­გან გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის წარ­მოდ­გე­ნა­სა და ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მაგ­რე­ბას მო­ით­ხოვ­დნენ.

 

გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის ირ­გვლივ ხმა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­იწ­ყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და მო­ბი­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, Facebook-ზე ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა – STOP Destroying Gudiashvili Square. სწო­რედ ამ ჯგუფ­ში და­გეგ­მეს აქ­ცი­ე­ბიც. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის Zechner & Zechner-ის მი­ერ ერთ-ერთ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მათ მი­ერ გან­თავ­სე­ბულ ფო­ტო­ებს მოჰ­ყვა. ტექ­სტში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა, წარ­მოდ­გე­ნი­ლია გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მაც. Zechner & Zechner-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი გუ­დი­აშ­ვი­ლის სკვე­რის ირ­გვლივ მა­ღა­ზი­ე­ბით, ოფი­სე­ბი­თა და რეს­ტორ­ნე­ბით მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცის შექ­მნა იყო. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბე­ბის პირ­ველ სარ­თუ­ლებ­ზე რეს­ტორ­ნე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი იქ­ნე­ბა, ზე­და კი სა­ო­ფი­სე ან საც­ხოვ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლე­ბია. კომ­პა­ნი­ის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში გარ­კვე­ვით წე­რია, რომ შე­ნო­ბებს ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ. თუმ­ცა, სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აჩ­ვე­ნებს დარ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა და მე­რი­ის ვებ­გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუ­დი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ირაო ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებს. მი­სი პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მაღ­რა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც ავ­სტრი­ულ­მა კომ­პა­ნია Zechner & Zechner-მა გა­ი­მარ­ჯვა, ირაო მაგ­ნატ­მა გა­მო­აც­ხა­და. „კონ­კურ­სი მხო­ლოდ კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ამ კომ­პა­ნი­ის­თვის არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია, ფა­სა­დუ­რი გა­დაწ­ყვე­ტაც წარ­მო­ედ­გი­ნათ. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­თი ხედ­ვაა”. მი­სი­ვე თქმით, ირაო მაგ­ნატ გუ­დი­აშ­ვილ­სა და თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერთ-ერთ და­ნარ­თში წარ­მოდ­გე­ნი­ლია გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად წე­რია, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის და ხა­რის­ხის შე­ნო­ბე­ბი იქ­ნე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე: „ძეგ­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა არ და­ირ­ღვე­ვა. ეს უპირ­ვე­ლე­სად ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რეს­შია”.

 

რო­გორც მე­რი­ა­ში ამ­ბო­ბენ, გუ­დი­აშ­ვილ­ზე 2003 წლი­დან ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და. 2007-დან პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში ფონ­დიც ჩა­ერ­თო. ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ე­ბის, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ტო­რე­ბის ჯგუფ­მა დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა შე­ნო­ბე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა წარ­მო­ად­გი­ნა. მა­ნუ­ჩარ მა­ხა­თა­ძის თქმით, ამ და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ა­სა და კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით, და­იწ­ყო მო­ედ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის და­გეგ­მვა. მი­სი­ვე თქმით, ინ­ვეს­ტო­რი ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­აა, თუმ­ცა, პრო­ექ­ტი­რე­ბას ქარ­თუ­ლი მხა­რე ფონ­დთან შე­თან­ხმე­ბით აწარ­მო­ებს.

 

გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ე­დანს ხუ­თი ქუ­ჩა უერ­თდე­ბა. მო­ედ­ნის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა დგას. მათ­გან მხო­ლოდ ერ­თი, 23 ნო­მე­რი არ არის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ძეგ­ლის სტა­ტუსს ატა­რებს. შე­ნო­ბის ის ფა­სა­დუ­რი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მო­ე­დან­ზე გა­მო­დის, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ძეგ­ლის ნა­წი­ლია, ამი­ტომ, კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, მი­სი ავ­თენ­ტუ­რო­ბა უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს. ფონ­დის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რის თქმით კი შე­ნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­დის უკან, ანუ ეზოს მხა­რეს, გვი­ან მი­შე­ნე­ბუ­ლია (60-ია­ნი წლე­ბის, ზო­გი უფ­რო ად­რე­უ­ლი) და სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნა­წი­ლის დე­მონ­ტა­ჟი მოხ­დე­ბა. მის ად­გილ­ზე კი ახა­ლი აშენ­დე­ბა. ზო­გან მო­ცუ­ლო­ბა ერ­თი სარ­თუ­ლით მო­ი­მა­ტებს, ზო­გან უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა. ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ კომ­პლექ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ინ­ვეს­ტო­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის: სა­უ­ბა­რი სო­ლი­დურ, რამ­დე­ნი­მე მლნ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზეა. რა თქმა უნ­და, გარ­კვე­უ­ლი გათ­ვლე­ბი უც­ხო­ურ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­საც აქვს, რო­მელ­მაც ეს ინ­ვეს­ტი­ცია უნ­და გა­ა­კე­თოს. ამას­თან ერ­თად, ად­გი­ლი, ეკო­პო­ლი­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ზვი­ად არ­ჩუ­ა­ძის თქმით, ზო­გა­დად ქა­ლა­ქის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: გარ­და იმი­სა, რომ ის ძვე­ლი თბი­ლი­სის ნა­წი­ლია, იმ ცენ­ტრებს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი იყ­რი­ან თავს – „თუ ჩვენ გვინ­და თბი­ლი­სი გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც გარ­თო­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის ცენ­ტრი, ამის­თვის ამ ად­გი­ლის გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გუ­დი­აშ­ვილ­ზე რა ბრენ­დე­ბი შე­მოვ­ლენ. სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ა­ზე გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი გვაქვს ტენ­დე­რი. მო­მა­ვალ­ში მათ­თან ერ­თად ბრენ­დე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ”.

 

ტფი­ლი­სის ჰამ­ქა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ირაო მაგ­ნატს გუ­დი­აშ­ვი­ლი შე­მაშ­ფო­თებ­ლად დი­დი უფ­ლე­ბე­ბით გა­და­ე­ცა. „ამ ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნი­ას მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბიც კი მი­ა­ნი­ჭეს”. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მყიდ­ველს უფ­ლე­ბა აქვს გა­და­ა­ად­გი­ლოს ქვა­ფე­ნი­ლი, მათ შო­რის, ტრო­ტუ­ა­რი, ფე­ხით­მო­სი­ა­რუ­ლე­თა ზო­ნა და სა­მაშ­ვე­ლო და სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა­თა სამ­სა­ხუ­რე­ბის მან­ქა­ნა­თა მი­სას­ვლე­ლე­ბი და მი­სად­გო­მე­ბი. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტფი­ლი­სის ჰამ­ქა­რი სარ­ჩელს ამ­ზა­დებს. მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის გა­უმ­ჭვირ­ვა­ლო­ბა და გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა.

 

მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დაწ­ყე­ბა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ძი­რი­თად პრო­ექტს უნ­და მი­ე­ბას – „ეს არის შიგ­ნი­თა გეგ­მა­რე­ბა, მი­სი ძი­რე­უ­ლი გა­და­კე­თე­ბა კი მო­მა­ვა­ლი მე­პატ­რო­ნის თე­მაა. ამი­ტომ აქამ­დე გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ფუ­ლის ფუ­ჭი ხარ­ჯვა იქ­ნე­ბო­და”. ჯერ კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი, რო­მელ­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შემ­დეგ და­იწ­ყე­ბა გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მი­სი­ვე თქმით, უახ­ლო­ე­სი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ირაო მაგ­ნა­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­იწ­ყებს, რად­გან ძეგ­ლი იმ­დე­ნად ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ შიგ­ნით შეს­ვლაც კი სა­ხი­ფა­თოა. „შე­ნო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს იერ­სა­ხეს. უპირ­ვე­ლე­სად სა­ძირ­კველს გა­ა­მაგ­რე­ბენ. რო­დე­საც შევ­ხვდით ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ე­ბის ჯგუფს, მათ ავუხ­სე­ნით, რომ ხის აივ­ნე­ბი და ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მის ფა­სადს ამ­შვე­ნებს, ამ ეტაპ­ზე უნ­და მო­იხ­სნას, გა­იწ­მინ­დოს, მოხ­დეს დრო­ე­ბით მა­თი და­საწ­ყო­ბე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხუ­რა­ვის მოხ­სნა, ვი­ნა­ი­დან წყალს ატა­რებს. ძი­რი­თა­დი გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ კი სა­ხუ­რა­ვი ისევ და­იდ­გმე­ბა და ის ხის ელე­მენ­ტე­ბი აღ­დგე­ნი­ლი სა­ხით ისევ და­მონ­ტაჟ­დე­ბა ფა­სად­ზე”. 

 

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­ნარ­თის მი­ხედ­ვით, გუ­დი­აშ­ვი­ლის სკვე­რის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ექ­ტი 4-5 წლის ვა­და­ში უნ­და დას­რულ­დეს. 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...