planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 </p>/get_img?ImageId=6121 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას შორის. მისივე განცხადებით, საქრთველოს უშიშროების საბჭოს მდივანი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. “საკმაოდ ვრცლად იქნა განხილული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, სააქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა შესაბამის თანამდებობის პირებს შორის იმისთვის, რომ განიხილონ კონკრეტული ასპექტები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე,” – აღნიშნა მანჯგალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts