Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჯალაღანია: ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდო და მხარდამჭერი პარტნიორია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/526abc1761f381d873c7086f14d61d5f.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეფასებით, სააკაშვილი–ობმას შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შეთანხმებები იქნა მიღწეული.

 

ამის შესახებ განცხადება, ჯალაღანიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

 

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდო და მხარდამჭერი პარტნიორია.

 

„გამოვყოფდი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით. ასევე, კიდევ ერთხელ უდიდეს დონეზე იქნა დადასტურებული საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქართველოს წარმატებები აღნიშნა და გამოიყენა ტერმინი, რომ საქართველო დემოკრატიული და გამჭვირვალე ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით რეგიონში მაგალითია. გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს როლს და მნიშვნელობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში“,– განაცხადა ჯალაღანიამ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...