planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/IMG_59371-300x300.jpgფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის და “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ნებისმიერ ლექსიკონში “ფორმალური” ნიშნავს “ოფიციალურს” და სჯობს უმრავლესობა ხელისუფლების გადაცემისთვის მომზადოს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ობამა–სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას განაცხდა და აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკურ ურთიერთობებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და პრეზიდენტების შეხვედრაც მნიშვნელოვანი იყო. „შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ–ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადებებია,“– განაცხდა ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გადაცემა ფორმალურად უნდა მოხდეს, რაც ცაგარეიშვილის შეფასებით ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული. ცაგარეიშვილის თქმითვე, სიტყვა ფორმალური ყოველთვის ნიშნავდა ოფიციალურს და სწორედ ამ კონტესტშია ნათქვამი ეს სიტყვა. „ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და მოხდება ხელისუფლების გადაცემა. არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და ყველა შემთხვევაში, მაინც მოხდება ხელისუფლების გადაცემა. ჯობია ნებით დათმონ ის, რასაც ქართველი ხალხი მაინც მოიპოვებს საერთო აღშფოთების ძალით,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა გუშინ თეთრ სახლში გაიმართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts