planetanews Posted January 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/425353_337409442956110_260603653970023_1081277_594756084_n-300x199.jpgსააკაშვილმა აღიარა, რომ ასრულებს პოლიტიკურ კარიერას”ექსრპრესნიუსმა” შეკითხვით 30 იანვარს ოვალურ კაბინეტში საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტებისს შეხვედრას. იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებდა Washington Post და New York Time ში გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის მიმართვა პრეზიდენტ ობამასადმი? მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა”ქართული ოცნების” გამგეობის წევრს გიორგი ვოლსკის, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრს ვიქტორ დოლიძეს და პროფესორს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს მარიამ ცაცანაშვილს:გიორგი ვოლსკი: ასეთი დონის გამოცემების სტატიებს, მათში გამოხატულ ტენდენციებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ არა მარტო აშშ-ს ადმინისტრაციაში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა ,რომლის პოლიტიკური სტრუქტურები ანალიზს არ უკეთებდეს მათ მასალებს. ივანიშვილის გამოქვეყნებული მიმართვა პრეზიდენტ ობამასადმი ამ თავლსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მიმართვა ერთის მხრივ ქვეყანაში შექმნილ რეალურ სურათს ასახავს და ამასთანავე ლაკონურად ახასიათებს პოლიტიკურ ძალას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ყალიბდება. ზოგიერთებისაგან მე უკმაყოფილობაც მოვისმინე – რბილად უწერიაო. ვეთანხმები, ვითარება საგანგაშოა, მაგრამ ამის გამოხატვა სხვადასხვა ტერმინებით შეიძლება. ვფიქრობ, Washington Post და New York Time მკითხველს წინასაარჩევნოდ შექმნილ ატმოსფეროზე სწორედ ივანიშვილის მიერ გამოყენებული ფორმულირებებით უნდა ესაუბრო.აშშ-ს ადმინისტრაციაში საკმაო მასალა აქვთ საქართველოს ხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებზე. უმაღლესი დონის შეხვედრაც ყველა გარემოს გათვალისწინებით მოხდა. აშკარად სჩანდა ობამას არაკეთილგანწყობა და სააკაშვილის შეშფოთება. სხვაა, რასაც სახელისუფლებო პროპაგანდა გვაჩეჩებს – ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები მოვაგვარეთო და საერთოდ კომიკური განმარტება – ” ობამამ უთხრა, ხელისუფლება ფორმალურად გადაეციო.” ერთადერთნი, ვინც სერიოზულად საუბრობს სააკაშვილის პირად წარმატებაზე, მისი ადმინისტრაცია და რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებული გამოცემებია. ვიქტორ დოლიძე: საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც ბარაქ ობამას მხრიდან კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაისმა,რომ აშშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოლოდინშია, რომლისშედეგადაც ძალაუფლების სათანადო, შესაბამისი გადაცემა უნდა მოხდეს.უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა როგორც პრეზიდენტ ობამასპოზიცია ხელისუფლების გადაცემასთან დაკავშირებით, ისე მიხეილ სააკაშვილისპოზიციაც, რომ მომავალ წელს საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.სააკაშვილმა, პრაქტიკულად, უმაღლესი დონის შეხვედრაზე აღიარა, რომასრულებს პოლიტიკურ კარიერას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.ეს პოზიცია “თავისუფალი დემოკრატებისთვის” ნიშნავს, რომ მიხეილსააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია, ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწობას დაქვეყნის ხელისუფლებაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით,ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალები უნდა მოვიდნენ.მარიამ ცაცანაშვილი: აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა შედგა. ”ახლა კომენტარების ეტაპზე ვართ და სწორად უნდა იქნეს გააზრებული ამ შეხვედრის ნიუანსები. ცხადია, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ორაზროვანი არაფერი თქმულა და საკმაოდ ნათლად ჩამოყალბდა საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის შემდგომი სტრატეგია: ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობის გაფართოების ახალ ეტაპზე გადასვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივები და ამერიკული ინვესტიციების წახალისება საქართველოში.” მართალია, ეს ეკონომიკის გაჯანსაღების სტიმული იქნება, მაგრამ ამისათვის მხოლოდ რეფორმისტული დამსახურებები არ კმარა, აშშ-ს პრეზიდენტმა დააფასა ქვეყანაში გაწეული სამუშაო, აგრეთვე საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, მაგრამ იქვე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის დიდი მოლოდინი გამოთქვა.”ასეთ სიტუაციაში ექსპერტების კამათი, რას ნიშნავს “ფორმალ ტრანსფერ”ნამდვილად ვერ შეცვლის ამ შეხვედრის ძირითად სულისკვეთებას. მართალია მ. სააკაშვილი დაეთანხმა ამ მოლოდინს, და ჩვეული ვირტუოზობით დააზუსტა, რომ ასეთი მონაცვლეობა “ახალი კონსტიტუციის ფონზე ახალი პრეზიდენტის არჩევა”-არისო. მაგრამ, მ. სააკაშვილისაგან განსხვავებით, ბარაკ ობამა საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანს გულისხმობდა. სხვათა შორის ხელისუფლების გადაცემის საკითხი მას ადრეც უხსენებია. აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების დამსახურებების წარმატებულად შეფასება და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში სწორედ ხელისუფლების გადაცემას უკავშირდება, რასაც ადგილი ექნება საქართველოში. ეს ხელისუფლებისათვის ვალდებულებაა, საქართველოს ამომრჩევლისთვის – სასიამოვნო მოსასმენი. ნინა ფირცხალავა Expressnews იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts